სადაზღვევო კომპანია Lemonade-ი თანამშრომლობს ცნობილ Blockchain კომპანიებთან, რათა ჩამოაყალიბოს Lemonade Crypto Climate Coalition დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO).
ამით კი Blockchain-ზე დაფუძნებული დაზღვევის შეთავაზებით ფერმერები კლიმატის ცვლილებისგან უნდა დაიცვას.
სადაზღვევო კომპანიამ დააარსა Lemonade Foundation-ი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც სოციალურ და გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზეა ორიენტირებული, რასაც Blockchain-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს.
ფონდი მჭიდროდ ითანამშრომლებს კოალიციის წევრებთან, მათ შორის არის Chainlink-ი, Avalanche-ი, DAOstack-ი, Etherisc-ი, Hannover Re, Pula და Tomorrow.io.
კლიმატის დაზღვევა მიიღებს დეცენტრალიზებული აპლიკაციის (DApp) ფორმას და Avalanche-ის პლატფორმაზე განთავდება. Dapp-ი ასევე საშუალებას მისცემს ფერმერებს განახორციელონ და მიიღონ გადახდები კრიპტოვალუტით.
განცხადების თანახმად, DApp აფრიკაში 2022 წელს გაეშვება, რაც დაახლოებით 300 მილიონ ფერმერს საქმიანობაში ხელს შეუწყობს.
კენიაში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია Pula-ს თანადამფუძნებელი ამბობს, რომ უმრავლესობის წინაშე დგას რეალური კლიმატური რისკები მათი საარსებო წყაროსთვის, რადგან ტრადიციული, ანაზღაურებაზე დაფუძნებული დაზღვევა მათთვის ხშირად მიუწვდომელია.