Karate Combat-მა DAO ჩამოაყალიბა

0
907

Karate Combat-მა, ცნობილმა საბრძოლო ხელოვნების ლიგამ, დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა.

ამის შემდეგ გულშემატკივრებსა და სპორტსმენებს ფედერაციის მმართველობაში ჩართვა შეეძლებათ.

Karate Combat’s DAO ამოქმედდება, როგორც სამწლიანი სპონსორობის ხელშეკრულების ნაწილი Hedera’s HBAR Foundation-თან, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის დეკემბერში შევა ძალაში.

Karate Combat-ის შიდა მმართველობის ნიშნის, KARATE-ს მფლობელები მიიღებენ ხმას სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოიცავს ლიგის ბიუჯეტის განსაზღვრას, რესურსების განაწილებას, მომწოდებლის შერჩევას, მარკეტინგულ სტრატეგიასა და წესების ცვლილებებს.

გარდა ამისა, DAO გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ისეთ გადაწყვეტილებებში, როგორიცაა სპორტსმენებისათვის კონტრაქტების დადება, საბრძოლო მატჩების განაწილება და ა.შ.

საწყის ეტაპზე Karate Combat-ი თავისი შიდა ტოკენების 50%-ის უფასოდ გავრცელებას გეგმავს. ეს ხელს შეუწყობს მომხმარებელს ამ ახალი საშუალების მეტად ათვისებაში და დროს მისცემს მის გამოსაყენებლად.

აღსანიშნავია, რომ ლიგა მსოლფიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს, შიდა მთავარი და ონლაინ არხების მეშვეობით, რაც ამ ახალი DAO პროექტის გავრცელებას საგრძნობლად შეუწყობს ხელს.

მეორე მხრივ კი ბევრად გაამარტივებს ფანების სპორტში ჩართულობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი