Saudi British Bank-ი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს

0
1975

Saudi British Bank-ი პირველი ბანკია საუდის არაბეთის სამეფოდან, რომელიც გლობალური საბანკო კონსორციუმის R3- ის Blockchain-ის ეკოსისტემაში ინტეგრირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ავრცელებს.

Saudi British Bank-ი საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს-ასე წერს ბანკზე ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ჟურნალი. ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს Saudi British Bank-ი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკად დასახელდა.

რაც შეეხება ბანკის Blockchain-ის ეკოსისტემაში ინტეგრირებას, ამით ბანკს საშუალება ეძლევა ითანამშრომლს, როგორც სხვადასხვა სახის კერძო ორგანიზაციასთან ასევე საჯარო სექტორთანაც. თანამშრომლობის შედეგად, ბანკი კლიენტს Blockchain ტექნოლოგიის საფინანსო პლატფორმას სთავაზობს, სადაც სხვადასხვა ტიპის საფინანსო ოპერაციების განხორციელება შესაძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული.

Saudi British Bank-ის დირექტორის დევიდ დიუს განცხადებით, ბანკი კლიენტებს Blockchain-ის პლატფორმის გამოყენებით დაჩქარებულ ტრანზაქციებსა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს შესთავაზებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი