კენიას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლოა, Blockchain-ი დაეხმაროს

0
1193

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Blockchain-ს შეუძლია მილიონობით დოლარი დააბრუნოს კენიის ბიუჯეტში, რადგან კვლევების თანახმად, ტექნოლოგიური ხელსაწყოების არარსებობის გამო კენიის ბიუჯეტი ყოველწლიურად მესამედს კარგავს.

გაეროს ნარკოტიკებისა და მძიმე დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, Blockchain ტექნოლოგია დაეხმარება კენიის მსგავს ქვეყნებს მილიარდობით დოლარის დაზოგვასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაეროს ნარკოტიკებისა და მძიმე დანაშაულის ოფისის ანტიკორუფციული მრჩეველი, დევიდ რობინსონი მიიჩნევს, რომ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა Blockchain-ი, ხელს შეუწყობს კენიის მთავრობას კორუფციასთან და სხვა ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლაში.

Nation Media Group-ის ცნობით, რობინსონი ირწმუნებოდა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს შეუძლია უზრუნველყოს გარიგების სრული მიკვლევადობა, დაიცვას საჯარო რეესტრები თაღლითობისა და გაყალბებისგან.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

”Blockchain ტექნოლოგია მიმზიდველი ხდება გლობალური საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რადგან ის არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენება შესაძლებელია პოტენციური კორუფციის თავიდან ასაცილებლად და საჯარო რეესტრების თაღლითობისა და გაყალბებისგან დასაცავად.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი