მარშალის კუნძულების რესპუბლიკა საკუთარ კრიპტოვალუტას შექმნის.
სენატორმა კენეტ კედმა, განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის პარლამენტმა ამ კვირას დაამტკიცა ვალუტის შექმნა, რომელსაც “სუვერენულს” უწოდებენ.
ამჟამად, მარშალის კუნძულები სახელმწიფო ვალუტად აშშ დოლარს იყენებს. კრიპტოვალუტა თვადაპირველად ICO-თი იქნება წარმოდგენილი, მანამ სანამ, საბჭოს მიერ საბოლოოდ არ დამტკიცდება.
პრეზიდენტის წარმომადგენელი, დევიდ პოლმა “ბლუმბერგს” განუცხადა, რომ 2018 წლის ბოლომდე კრიპტოვალუტა უნდა შეიქმნას.
კრიპტოვალუტა “სუვერენული” თავდაპირველად მცირე რაოდენობით გამოვა, რომელიც კუნძულების 53.000 მოქალაქისათვის იქნება გათვლილი. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ICO-სგან მიღებული გარკვეული სახსრები ჯანდაცვის მიმართულებით დაიხარჯება. ფინანსები მოხმარდება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წარსულში აშშ-ს მიერ ბირთვული ტესტირების შედეგად დაზარალდნენ.
“ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული მომენტი, აშშ-სთან ერთად ეროვნული ვალუტის გაცემა და გამოყენება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ეროვნული თავისუფლების გამოვლენაში “, – განაცხადა პრეზიდენტმა ჰილდა ჰაინმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვენესუელამ ნავთობით გამყარებული კრიპტოვალუტა პეტროს გამოშვება დაიწყო. ხოლო, ირანი და თურქეთი ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნას განიხილავენ.