Huobi stablecoin-ის შექმნაზე მუშაობას იწყებს

0
2036

კრიპტოვალუტების ბირჟების ტოპ ხუთეულში შემავალი კრიპტობირჟა Huobi 2019 წელს საკუთარი stablecoin-ის შექმნას გეგმავს. ამასთანავე, კომპანიის დასახულ ამოცანებში შედის სავაჭრო პალტფორმების განახლება და განვითარებაც.

“2018-მა წელმა ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. თუმცა პირადად მე ოპტიმისტური განწყობა მაქვს კრიპტოვალუტის ბაზართან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ წელს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება”,- განაცხადა ბირჟის ფინანსურმა მენეჯერმა კრის ლიმ.

ლიმ იქვე დასძინა: “წლევანდელი წელი სტაბილური იქნება. ჩვენ კი ვგეგმავთ, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში საკუთარი stablecoin-ი შევქმნათ”.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, ყოველდღიური სავაჭრო მოცულობის მიხედვით, Huobi მეხუთე უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟაა.

ამასთანავე, სინგაპურში დაფუძნებულმა Huobi-მ ცოტა ხნის წინ ბირჟა იაპონიაშიც გახსნა. რამდენი დღის წინ კი ბირჟამ იაპონიის მარეგულირებლისგან ლიცენზიაც მიიღო.

Huobi ჯგუფის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეონ ლიმ განაცხადა, რომ ლიცენზიის მიღება მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს კომპანიისთვის. მისი თქმით, მარეგულირებლის მხრიდან ლიცენზიის მინიჭება ნიშნავს, რომ Huobi იაპონიის ბაზრისთვის მნიშვნელოვანია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი