კრიპტოვალუტის ბირჟა Huobi თურქეთის Blockchain პლატფორმის წევრი გახდა

0
1386

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა, Huobi თურქეთის Blockchain პლატფორმის წევრი გახდა. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიამ ბიზნესი გააფართოვა და ახლა თურქ პარტნიორებთან თანამშრომლობას იწყებს.

თურქეთის ბაზარზე ოფიციალურად შესვლიდან ხუთი თვის შემდეგ, Huobi თურქეთის Blockchain პლატფორმას შეურთდა.

თურქეთის ინფორმატიკის ფონდის მიერ 2018 წელს დაარსებული, Blockchain Turkey Platform-მა დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია თურქეთში ჯანსაღი Blockchain ეკოსისტემის შექმნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პლატფორმის წევრები არიან საბანკო, საფინანსო და კრიპტო სექტორის წარმომადგენლები.

Huobi Turkey– ის გენერალურმა მენეჯერმა, ალფან გოგუსმა აღნიშნა, რომ მათ სჯერათ Blockchain-ზე ორიენტირებული განვითარების მნიშვნელობის.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში Huobi-მ იაპონიის მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო.

მნიშვნელოვანია, რომ ბირჟა იაპონიის მარეგულირებლის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა.

Huobi ჯგუფის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეონ ლიმ განაცხადა, რომ ლიცენზიის მიღება მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა კომპანიისთვის. მისი თქმით, მარეგულირებლის მხრიდან ლიცენზიის მინიჭება ნიშნავდა, რომ Huobi იაპონიის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი