Binance-მა ჰაკერების მიერ მოპარული თანხის ნაწილი დაიბრუნა

0
923

ცოტა ხნის წინ გაკეთებული Twitter-ის პოსტის საშუალებით Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეული ჰაკერული დაჯგუფება “ლაზარუსის” მიერ გაძარცვული კრიპტო საფულეების თანხის ნაწილი დაიბრუნა.

საუბარია 25,5 მილიონ დოლარზე, რომელიც დაჯგუფებამ ეთერიუმის მონეტის გამოყენებით 86 სხვადასხვა ანგარიშზე გადაანაწილა. ამ თანხიდან ბირჟამ 5,8 მილიონი დოლარი დაიბრუნა.

თანხის დიდი ნაწილი Axie Infinity-ის Ronin-ის კომპანიას ეკუთვნოდა, რომელსაც დღევანდელი მანაცემებით, ანგარიშზე 280 მილიონი დოლარი აქვს დარჩენილი.

Blockchain კომპანია Elliptic-მა აღმოაჩინა, რომ ჰაკერები აგზავნიდნენ ფულს ცენტრალიზებულ ბირჟებზე.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, ჰაკერებმა მოპარული ეთერიუმი დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ან DEX-ებზე გადაცვალეს.

Uniswap DEX-მა გამოაცხადა, რომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში ატარებდა სხვადასხვა საფულეების მისამართების შემოწმებას. მათი ვარაუდით, ეს მისამართები მოპარულ სახსრებთან იყო დაკავშირებული ან მათ შესაძლო განაღდების მცდელობასთან.

ინფორმაცია TRM Labs-მა დაამუშავა და გადასცა კომპანიას, რის შემდეგაც მოხდა საფულეებიდან გადარიცხული თანხის გარკვეული ოდენობის დაბრუნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი