Huawei-ი Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმას ქმნის

0
2233

ჩინეთის სახელმწიფო ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა ანდროიდის მწარმოებელი გიგანტური კომპანიის Huawei-ის Blockchain-ზე დაფუძნებული საპატენტო აპლიკაცია გამოაქვეყნა.

თავდაპირველად Huawei-მ განაცხადი საპატენტო აპლიკაციის შესახებ, 2016 წლის 15 აგვისტოს დაარეგისტრირა. დოკუმენტი აღწერს Blockchain-ზე დაფუძნებულ შემოწმების სისტემას, რომელიც მომხმარებლის ციფრული შინაარსის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას ეხება.

Blockchain ქსელი, როგორც Huawei აცხადებს, მუდმივად ჩაიწერს ყველა შემოწმების მაჩვენებელს, როგორიცაა მფლობელის პირადობის მოწმობა და ციფრული შინაარსის მნიშვნელობა.

როდესაც მომხმარებელი P2P ქსელში ჩამოტვირთვის მოთხოვნას აგზავნის შემოწმების სისტემა დაიწყებს იდენტიფიცირებას და შეადარებს “პირად გასაღებსა” ან ლიცენზიას მანამ სანამ, მომხმარებელს შინაარსზე წვდომის საშუალებას მისცემს. აპლიკაცია ხაზს უსვამს, რომ ჩამოტვირთვის ნებართვა მხოლოდ Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმით იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს ოპერაცია განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას მონაცემები სრულად დადასტურდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობამ გასული წლის სექტემბერში დაიწყო კრიპტოვალუტის ყველა შიდა ვაჭრობის აკრძალვა და 2018 წლის თებერვლის დასაწყისში საერთაშორისო კრიპტოვალუტის ბირჟებისა და პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO) სრული აკრძალვით დაასრულა, Blockchain-ზე დაფუძნებული ტექნოლოგია ქვეყანაში კვლავაც გავრცელებულია.

27 თებერვალს, ჩინეთის ყველაზე მსხვილი საცალო ვაჭრობის კომპანიამ JD.com-მა დაიწყო Al Catapult startup-ის დააჩქარებული პროგრამა, რომელიც ინოვაციურ Blockchain პროექტებს აფინანსებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი