Google-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამის განთავსება კვლავ შესაძლებელი იქნება

0
1806

Google-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანიამ ოქტომბერში თავისი სარეკლამო პოლიტიკის განახლება გადაწყვიტა, რაც გულისხმობს იმას, რომ Google-ის პლატფორმაზე კრიპტობიზნესის რეკლამა კვლავ განთავსდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოქტომბრიდან Google-ი დაუშვებს რეგისტრირებული კრიპტოვალუტის ბირჟების რეკლამის განთავსებას Google AdWords-ის პლატფორმაზე. უნდა აღინიშნოს, რომ სამიზნე აუდოტორია აშშ და იაპონიაა.

“კლიენტებს სერთიფიკატის წარდგენისთანავე შეეძლებათ რეკლამის განთავსება”,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის მარტში Google Adwords-ზე კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამები დაიბლოკა. Google-მა აკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ ღონისძიების მთავარი მიზანი კრიმინალური საქმიანობისგან, უფრო კონკრეტულად კი მომხმარებლის თაღლითობისგან დაცვა იყო.

ისეთმა სოციალურმა ქსელებმა, როგორიცაა Facebook-ი და Twitter-ი Google-ის პოზიცია მალე გაიზიარეს და ციფრული ვალუტის რეკლამა მათაც აკრძალეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია Google-ის ნიბიჯის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნული სოციალური ქსელების მმართველი საბჭოები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი