ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა რამდენიმე ორგანიზაციას უკვე გადაეცა

0
1420

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა გადაეცა რამდენიმე კომპანიას და ერთ უცნობ პირს. კომპანიებს შორის არის Alibaba, Tencent-ი და ხუთი საბანკო ორგანიზაცია.

როგორც მედია წერს, ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო პოლ შულტე არის. პირი, რომელიც ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის პროექტში მონაწილეობდა.

შულტის თქმით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პირველი ბენეფიციარები არიან Alibaba, Tencent-ი, ჩინეთის სამშენებლო ბანკი, ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი, ჩინეთის ბანკი, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი და ჩინეთის საბანკო ასოციაცია Union Pay.

გარდა ამისა, წყარო ირწმუნება, რომ 11 ნოებრისთვის უკვე შესაძლებელი გახდება ტრანზაქციების განხორციელება.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ცენტრალურ ბანკს სურს, რომ ციფრული ვალუტა გადასცეს მყიდველებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში ჩინეთის სახალხო ბანკმა ოფიციალურად განაცხადა ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი