Goldman Sachs-ის Twitter-ის პოსტის თანახმად, კომპანია ბიტკოინის ფასის ზრდას 13.971 დოლარამდე პროგნოზირებს.
კომპანიის ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინი 11.094 დოლარიდან 12.916 დოლარამდე გაიზრდება. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ ფასის შემცირებასაც.
მათი აზრით, თუკი ბიტკოინის კურსი შემცირდება მოსალოდნელი დონე 9.000 დოლარი იქნება. თუმცა შესაძლოა, ფასი ამ დონემდე არც დაეშვას და კრიპტოვალუტას მოკლევადიანი გაჩერება 10.791 დოლარზე ჰქონდეს.
Goldman Sachs-ი ციფრული ვალუტით აქტიურად არის დაინტერესებული. ჯერ კიდევ შარშან კომპანიამ კრიპტოვალუტის ვაჭრობის შესახებ გეგმები საჯაროდ წარადგინა.
ამერიკულმა უმსხვილესმა საინვესტიცო ბანკმა, Goldman Sachs-მა 2018 წლის მაისში განაცხადა, რომ ბიტკოინი სულაც არ არის თაღლითობა.
კრიპტოვალუტის შესახებ კომენტირებისას, რანა იარედიმ, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ჩართული იყო ვაჭრობის გეგმების შექმნაში, აღნიშნა, რომ ბანკი კლიენტის მოთხოვნას ითვალისწინებს:
“ჩვენთან საუბრისას კლიენტი ამბობს, რომ მინდა ვიყიდო ბიტკოინი ან ბიტკოინის “ფიუჩერსები”, რადგან ვფიქრობ, ეს არის ალტერნატიული შენახვის ღირებულება”.
მიუხედავდ ამისა, რანა იარედი კრიპტოვალუტას მაინც მაღალი რისკის შემცველ ბიზნესად ახასიათებდა: “… ეს არ არის ახალი რისკი, ისეთი ჩვენ, რომ არ გვესმის. ეს არის გაცილებით მაღალი რისკი, რომლის შესახებ ჩვენ უფრო მეტად უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება”.