Ferrari-მ აშშ-ში ავტომობილების გაყიდვისას კრიპტოვალუტით გადახდის მიღება დაიწყო. გადახდის იგივე სისტემას, მაღალბიუჯეტური ავტომობილების მომხმარებლების თხოვნით, მალე ევროპაც დაემატება.
როგორც წესი, კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებული სანდოობით სარგებლობენ თავს არიდებენ კრიპტო გადახდების დანერგვას, რადგან ბიტკოინის და სხვა ტოკენების ცვალებადობა არაპრაქტიკულია. რეგულაციებმა და ენერგიის მაღალმა მოხმარებამ კრიპტოვალუტების, როგორც გადახდის სისტემის, გავრცელებას ხელი შეუშალა.
ამის მაგალითია, ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla, რომელმაც 2021 წელს ბიტკოინით გადახდის მიღება დაიწყო, თუმცა ილონ მასკის, აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით კრიპტო გადახდების მიღება გარემოსდაცვითი პრობლემების გამო შეწყვიტეს.
Ferrari-ს მარკეტინგის და კომერციულმა დირექტორმა, ენრიკო გალიერამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები ცდილობენ ნახშირბადის კვალის შემცირებას ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვით და განახლებადი წყაროების ფართო გამოყენების გზით.
“ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლამდე მივაღწიოთ ნახშირწყლის ნეიტრალიტეტს, ეს არის ჩვენი ღირებულებების ნაწილი, რომელიც დადასტურებულია.”
ამ გადაწყვეტილების მიზეზად ფერარი მომხმარებლების და დილერების მოთხოვნას ასახელებს, რადგან მათი თქმით Ferrari-ის მომხმარებლების ნაწილი კრიპტო ინვესტორია.
“ზოგიერთი მათგანი ახალგაზრდა ინვესტორია, რომლებმაც თავიანთი ქონება კრიპტოვალუტების ირგვლივ შექმნეს, ზოგი კი, ტრადიციული ინვესტორია, რომლებსაც პორტფელის დივერსიფიკაცია სურთ.”