19 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1176

გუშინ, 18 აპრილის ციფრული ვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდა. დღევანდელი მონაცემების მიხედვით კი, კრიპტოვალუტის ფასებს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია.

გუშინ ბიტკოინის ფასი 60.000 დოლარის დონეს ჩამოსცდა. უფრო კონკრეტულად კი, ბიტკოინის კურსის ყველაზე დაბალი დონე 52.829 დოლარს შეადგენდა.

თუმცა, ვაჭრობის დასრულებისას ციფრული ვალუტის ფასი გაუმჯობესდა და 56.216 დოლარამდე გაიზარდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 57.140 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა დაახლოებით 1%-ით დაიკლო.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ფასი 2.000 დოლარზე დაბლა არ ჩამოსულა. გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 2.237 დოლარზე დაიხურა.

ალტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 2.256 დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 83 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი