ფრედი ზვანცგერი: ეთერიუმის კონკურენტები წარუმატებლები არიან

0
395

Blockdaemon-ის Ethereum-ის ეკოსისტემის ლიდერი ფრედი ზვანცგერი თვლის, რომ Ethereum-ი შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას კრიპტო ეკოსისტემაში მომდევნო წლების განმავლობაში. საქმე ეხება “ჭკვიანი კონტრაქტის” პლატფორმის გამოყენებას და ქსელის განახლებას.

„ეთერიუმი კვლავ ლიდერად რჩება. ვგულისხმობ, ცხადია, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან “ჭკვიანი კონტრაქტის” პლატფორმას და ეს არ შეიცვლება”,- განაცხადა მედიასთან საუბრის დროს ფრედი ზვანცგერმა.

Blockdaemon-ი არის ინსტიტუციური დონის Blockchain ინფრასტრუქტურის პლატფორმა.

Blockdaemon-ის თანამშრომელმა ასევე დაუმიზნა Ethereum-ის კონკურენტებს, რომლებიც Ethereum-ის ჩამოგდებას მისი ლიდერული პოზიციიდან ცდილობდნენ.

„ეთერიუმის ვერცერტმა კონკურენტმა თავის დროზეც ვერ მიაღწია წარმატებას და არც ახლა ველი მათგან რაიმე სახის გამონათებას”,- აღნიშნა ფრედი ზვანცგერმა.

კრიპტო პროექტები, რომლებიც რეკლამირებული იყო, როგორც ეთერიუმის კონკურენტებად, მოიცავს სოლანას, კარდანოს და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი