ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი კრისტიან ქეთელინი შვებულებაშია. თუმცა ის Facebook-ის კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს.
კრისტიან ქეთელინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარია ციფრული ეკონომიკის სფეროში. მან ცოტა ხნის წინ დაწერა კვლევა ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ ჯოშუა გენსთან ერთად თავდაპირველი მონეტა შეთავაზების (ICO-ს) შესახებ.
ჯერ კიდევ აგვისტოში New York Times-ი იუწყებოდა, რომ Facebook-ი სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერით საკუთარი ციფრულ ვალუტის გამოშვების საკითხზე მუშაობდა.
New York Times-ის რეპორტიორის განცხადებით, ცნობილია, რომ Facebook-ი 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას კრიპტოვალუტის პროექტის განსახორციელებლად აპირებდა.
ერთი თვის წინ კი Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი Facebook-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გეგმავდა. შეხვედრის მიზანი კრიპტოვალუტასთან და სოციალურ მედიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.
The Telegraph-თან საუბრისას კი ტეილორ და კემერონ უინკლევოსებმა განაცხადეს, რომ Facebook-ის “საიდუმლო კრიპტო პროექტი” მხოლოდ დადებითად წაადგებოდა ინდუსტრიას.