Starbucks-ი სისტემაში Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
1154

Starbucks-ი ტექნიკური გიგანტის Microsoft-ის Azure Blockchain Service-ს ყავის წარმოების გასაკონტროლებლად გამოიყენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

Starbucks-მა პირველად 2018 წელს განაცხდა, რომ კოსტა რიკაში, კოლუმბიასა და რუანდაში ფერმერებთან მუშაობა დაიწყო, რათა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ყავის წარმოება უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით Starbucks-მა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს არის საპილოტო პროგრამა. პროგრამის შედეგები კი დამუშავების შემდეგ გახდება საჯარო.

ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Starbucks-ის ფილიალებში ბიტკოინით გადახდა შესაძლებელი გახდებოდა. თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ძალიან მალე Starbucks-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ კომპანიის მომსახურეობისთვის საფასურის გადახდა ბიტკოინით ან სხვა ნებისმიერი ციფრული ვალუტით არ იწარმოებდა.

თუმცა საკითხი ამით არ ამოწურულა. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ Starbucks-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის კომპანია Bakkt-თან თანამშრომლობდა. როგორც კრიპტო კომპანია აცხადებდა, სულ მალე Starbucks-ი ბიტკოინით გადახდას დაეთანხმებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი