Ethereum 2.0-ის გამოჩენიდან დიდი დრო არ გასულა, მაგრამ მან უკვე მოახერხა სიმაღლეების დაპყრობა. ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული პროგნოზებითა და შეფასებებით ეთერიუმ 2.0 ქსელური სიდიდის კოეფიციენტით უკვე მესამე ადგილზეა.
ეს კი იმ ფონზე, როდესაც კრიპტოვალუტა მთელი სიმძლავრით ჯერ კიდე არ ამოქმედებულა. ექსპერტები აღნიშნულ პროგნოზს ქსელის საერთო ღირებულებისა და ბოლო ექვსი კვირის მანძილზე ეთერიუმ 2.0-ში გაკეთებული ინვესტიციების თუ სხვა ფინანსური ოპერაციების შეჯამების საფუძველზე აკეთებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ჩართული გაყვანის ფუნქციონირება და არ არსებობს ზუსტი შეფასება მისი სრული გაშვების თარიღისთვის, თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ეთერიუმზე მოთხოვნა უკვე გაკეთებულია.
Staking Rewards-ის მონაცემების თანახმად, 1,5 მილიონზე მეტი Ethereum- ის მარაგის 1.35% დეპოზიტირებულია.
შეგახსენებთ რომ, დაახლოებით ორი კვირის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Coinbase–ი Ethereum 2.0– ის ჯილდოების მხარდაჭერის პროგრამის დახმარებით “სმარტ კონტრაქტის” პლატფორმის კიდევ უფრო ფართო მიღებას აპირებდა.