ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ფაბიო პანეტამ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში გამოყენების შესაძლებლობა კრიპტოვალუტის მთავარი ფუნქცია გახდება.
აღნიშნული შეფასებები პანეტამ ვრცლად გამოაქვეყნა, რაც მთლიანი ფოკუს ჯგუფის ციფრულ ევროსთან დაკავშირებით შეფასებით დასკვნას წარმოადგენს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში ციფრული გადახდები საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრული ევროს გამოშვება ამ მიმართულებით საკმაოდ შედეგიანი იქნება.
ფაბიო პანეტას განცხადებით, 20 წლის წინ ევროზონის ქვეყნების მასშტაბით ბანკომატების დამატებამ გამოიწვია ფიზიკური ფულის განაღდების გამარტივება, რამაც თავის მხრივ ვაჭრობის დონე გაზარდა.
თუმცა ახლა ციფრული ევრო ახალ შესაძლებლობებეს იძლევა.
ფოკუს ჯგუფმა ასევე გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მრავალმა მოქალაქემ და ფიზიკურმა დაწესებულებამ ციფრული ევროს არსებობის შესახებ არ იცოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ამ ინფორმაციის გლობალური გავრცელება მოხდება, შესაძლებელია ნაღდი ფულის ბაზრიდან გამორიცხვაც კი მოხდეს.