პირველ ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1552

ორშაბათს, პირველ ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა მკვეთრად დაიკლო.

ბოლოდროინდელი ფასის მომატების შემდეგ გუშინ ბიტკოინის კურსი შემცირდა და 11.000 დოლარის ნიშნულს ქვემოთ მოექცა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 6.50%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კი ფასი 10.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსმა 6%-ით დაიკლო. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 277 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 12%-ით შემცირდა. თვის განმავლობაში კი ალტკოინის ფასმა მხოლოდ 2.8%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი