ჰაკერებმა Coincheck-დან 530 მილიონი დოლარი მოიპარეს

0
2882

იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ტარო ასომ დაადასტურა, რომ ხელისუფლება თვალ-ყურს ადევნებს ჰაკერების მიერ გატეხილ კრიპტო სავაჭრო კომპანია “Coincheck”-ს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ცდილობს უზრუნველყოს მომხმარებელთა დაცვა.

ქვეყნის ფინანსური მომსახურების სააგენტომ (FSA) ამ თვის ბოლოს – Coincheck-ს უნდა წარუდგინოს ანგარიში. სააგენტოს ანგარიში ეხება 26 იანვარს ჰაკერების მიერ 530 მილიონი დოლარის მოპარვას.

ადგილობრივი ჟურნალის The Japan Times-ის ცნობით, ფინანსური მომსახურების სააგენტომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა კრიპტოვალუტის ბირჟა დაემორჩილება ე.წ. რისკის მართვის სისტემას.

“Coincheck”-ი გააგრძელებს ბრძოლას ჰაკერების წინააღმდეგ. კომპანია ასევე, თავის ყველა მომხმარებელს დაპირდა, რომ მოპარულ ციფრულ აქტივებს დაუბრუნებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი