CFTC-ის კომისარი საცალო კრიპტო ინვესტორების ადვოკატირების შესახებ განაცხადა

0
989

სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიას (CFTC) ქეროლაინ ფამმა შესთავაზა შექმნას საცალო ვაჭრობის ადვოკატირების ოფისი, რომელიც მიზნად CFTC-ის მომხმარებელთა დაცვის მანდატის გაფართოებას ისახავს.

ქეროლაინ ფამმა ამის შესახებ Blockchain პროექტის Corda-ს წარდგენაზე ისაუბრა და ახალ ოფისს „ხმა ხალხისათვის“ დაარქვა. მისი აზრით, მიმდინარე კრიპტო ბაზრის მოვლენების ფონზე, რაც საცალო ვაჭრობის გარშემო ვითარდება, ამ ოფისის არსებობას და მოქალაქეების დაცვას მით უფრო აქტუალურ საკითხად აქცევს.

„კრიპტო კრახი, რისკების მენეჯმენტის წარუმატებლობა და საცალო ვაჭრობის მნიშვნელოვანი დანაკარგები, საცალო ვაჭრობის დაცვა და შესაბამისი რეგუალციების არარსებობა იწვევს ინოვაციების დაბალანსების აუცილებლობას”,- განაცხადა ქეროლაინ ფამმა.

ფამმა შემოთავაზებული ოფისის მოდელირება მოახდინა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის კომისიის (SEC) ინვესტორთა ადვოკატის ოფისზე და განაცხადა, რომ ეს არის გამოცდილი გზა მომხმარებელთა დაცვის წინსვლისთვის.

SEC-ის ოფისს აქვს ოთხი ძირითადი ფუნქცია, რომლებიც ინვესტორებს მათი კაპიტალის შემუშავებისა და გამომუშავების დროს გარანტიებს აძლევს, ეს უკანასკნელი კი ეხმარება საცალო ინვესტორებს პრობლემების გადაჭრაში SEC-თან ან თვითრეგულირებად ორგანიზაციებთან, ვინაიდან მარეგულირებელი ორგანო მრჩეველთა კომიტეტების მხარდაჭერას, ინვესტორების ქცევის შესწავლას, კვლევის ჩატარებასა და ეკონომიკურ ანალიზს უზრუნველყოფს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი