ჟოაო რეჯინატო: USDC-ი განვითარებას აგრძელებს

0
804

USD Coin-ის (USDC) ემიტენტმა Circle-მა გამოაცხადა, რომ მალე გაავრცელებს თავის სტაბილკოინს ხუთ დამატებით ქსელში, მათ შორის Polkadot-ში, Optimism-ში, Near-ში, Arbitrum-სა და Cosmos-ში.

ამის შესახებ კომპანია, ცოტა ხნის წინ, გამართლ ღონისძიებაზე Converge22-ზე გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამ Blockchain უმეტესობის მხარდაჭერა 2023 წლის ბოლოსთვის განხორციედება, ხოლო USDC on Cosmos-ზე 2023 წლის დასაწყისიდან გამოვა.

განცხადებაში, Circle-ის პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოაო რეჯინატომ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ USDC-ის გაფართოება უზრუნველყოფს უფრო მეტ ლიკვიდურობას და თავსებადობას კრიპტო ეკონომიკაში, განსაკუთრებით კომერციულ სექტორში.

„USDC-სთვის მრავალჯაჭვიანი მხარდაჭერის გაფართოება კარს უხსნის ინსტიტუტებს, ბირჟებს, დეველოპერებს და სხვებს, რათა განაახლონ თავიანთი სერვისები და უფრო ადვილად მიიღონ სანდო და სტაბილური ციფრული დოლარი“, – განაცხადა ჟოაო რეჯინატომ.

მედიასთან საუბრის დროს რეგინატომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ Circle-ი თავდაპირველად ააშენებდა USDC-ს Ethereum-ზე, სადაც შედარებით სწრაფად ხდებოდა სისტემების განვითარება და აქტივობაც მეტი იყო, მაინც მას ყოველთვის ჰქონდა ხედვა, რომ მომავალი „მრავალჯაჭვიანი სამყაროსი“ იქნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი