Celestia Foundation-მა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ დაფინანსების რაუნდში მან 55 მილიონი დოლარი შეაგროვა. ამ რაუნდს უძღვებოდნენ Bain Capital Crypto, Polychain Capital-ი, Placeholder-ი, Galaxy, Delphi Digital-ი, Blockchain Capital-ი, NFX, Protocol Labs-ი, Figment-ი, Maven 11, Spartan Group-ი, FTX-ი.
Celestia აშენებს Blockchain მოდულურ არქიტექტურას იმ გამოწვევების გადაჭრის იმედით, რომლებიც თან ახლავს Blockchain დანერგვასა და მასშტაბირებას. კომპანიის ინფრასტრუქტურა ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს და გაუადვილებს საქმიანობას, ვისაც აქვს ტექნიკური ცოდნა, განათავსოს საკუთარი Blockchain-ი მინიმალური ხარჯებით.
კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი Blockchain არქიტექტურა ფოკუსირებული იქნება მასშტაბურობის, საერთო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საკითხებზე, რაც დეველოპერებს გაუადვილებს საკუთარი აღსრულების გარემოს თავისუფლად არჩევას, როგორიცაა EVM, Solana VM და სხვა.
გარდა ამისა, იგი ამტკიცებდა, რომ მისი სპეციალიზებული ჯაჭვები ნაკლებად შეზღუდულია, ის არღვევს მონოლითური ჯაჭვების სიმტკიცეს და მათ მოქნილ კომპონენტებად გარდაქმნის, რაც უფრო დიდ მასშტაბებს ჰპირდება მომხმარებელს, უსაფრთხოებასა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით.
Celestia-ს ამჟამინდელი ეკოსისტემის პროექტები მოიცავს Eclipse-ს, Constellation-ს, dYmension-ს და სხვა 26 პროექტს Celestia’s fellowship-ისგან. ეს არის პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს და ასწავლის მომხმარებლებს მშენებლებს.