რეკომენდირებული

რეკომენდირებული

ტაივანის ცენტრალური ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა, იანგ ჩინმა 26 თებერვლის გამოსვლისას განაცხადა, რომ ბანკი Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლის.იანვრის ბოლოს დაანონსდა, რომ ტაივანის დედაქალაქ ტაიბეის "ჭკვიან ქალაქად" გადაქცევა იგეგმებოდა. "ჭკვიანი ქალაქის" კონცეფცია Blockchain ტექნოლოგიის სხვადასხვა მიზნისათვის აქტიურად გამოყენებას გულისხმობდა.საპრეზიდენტო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას იანგ ჩინმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი ხელოვნური ინტელექტის...
იაპონიის სახელმწიფო ფინანსური სამსახური ICO-ს რეგულაციას გეგმავს. შესაბამისად, რეგულაცია შეეხება იმ კომპანიებს, რომელიბიც ICO-ში კაპიტალდაბანდებას ახორციელებენ.ადგილობრივი გაზეთის Sankei Shimbun-ის ინფორმაციით, ფინანსური მომსახურების სააგენტო ხელახლა განიხილავს ICO-ს რეგულაციის ვარიანტებს.სტატიაში აღნიშნულია, რომ ამჟამად, იაპონიას მკაფიო რეგულაციები ICO-სთან დაკავშირებით არ აქვს.გასული წლის აპრილში ძალაში შევიდა ბიტკოინის დაბეგვრის კანონი,...
სექტემბერში უზბეკეთი ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც ბიტკოინის რეგულაციას შეეხება. გარკვეული რეგულაცია შეეხება Blockchain-ის "skill center"-საც, რომელიც 1 ივლისს ოფიციალურად დაიწყებს საქმიანობას.ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევიმ მოიწონა გეგმა, რომლის თანახმადაც უნდა დარეგულირდეს Blockchain-ი, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები.საკანონმდებლო წინადადება ეკუთვნით სახვადასხვა სამთავრობი სტრუქტურას, სამინისტროებსა და ცენტრალურ...
ვენესუელის მთავრობამ კრიპტოვალუტის შესახებ უფასო ტრენინგ-კურსების ჩატარება დაიწყო. ტრენინგი ქვეყნის იმ მოქალქეებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს იცოდეს, თუ როგორ იყიდოს ან გაყიდოს ციფრული ვალუტა.ტრენინგ-კურსბზე ძირითადად, საუბარი მთავრობის მიერ ეროვნული კრიპტოვალუტის პეტროს შესახებ მიმდინარეობს.სასწავლო ცენტრი Granja Laboratorio Petro კარაკასში პეტროს გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაიხსნა.კარმენ სალვადორი, კრიპტოვალუტის...
ვენესუელამ 20 თებერვალს ნავთობით გამაყრებული კრიპტოვალუტა პეტროს წინასწარი გაყიდვა დაიწყო. მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ Twitter-ზე დაპოსტა, რომ პეტროს ვაჭრობამ 735 მილიონ დოლარი შეადგინა. ვენესუელის მთავრობა გეგმავს კაპიტალი 6 მილიარდით გაიზარდოს, რაც ნიშნავს 100 მილიონი პეტროს გაყიდვას.გარდა ვენესუელისა, ირანიც განიხილავს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას.ამასთანავე, კრიპტოვლუტა იძლევა ტრადიციული...
ხორვატიის Blockchain-სა და კრიპტოვალუტის ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომლის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საზოგადოების ცნიბიერების ამაღლება. ამასთანავე, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს კრიპტოვალუტის რეგუალციის საკითხებზეც.ორგანიზაციის მმართველი საბჭო უკვე შეხვდა ხორვატიაში საგადასახადო ადმინისტრაციის ცენტრალურ ოფისს. განსახილველი თემა იყო კრიპტოვალუტის დაბეგვრა, ინვესტიციის მოზიდვა, ICO და მაინინგის ბიზნესი.ხორვატიის ბიტკოინ პორტალი წერს, რომ...
ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც გეგმავენ კრიპტოვალუტის რეგულირებას. რეგულაციის მოდელად განიხილება ოქროსა და დერივატებისათვის განკუთვნილი მეთოდი.მთავრობის მთავარ შეშფოთებას ფულის გათეთრებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება იწვევს. ამის პარალელურად, მთავრობას სურს გააფართოვოს მეთვალყურეობა ტრადიციული ფინანსურ ოპერაციებზე, რომელშიც კრიპტოვალუტა მონაწილეობს."ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში კრიპტოვალუტას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება",- განაცხადა...
ჯორჯიის შტატის ორმა სენატორმა კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც შტატის მოქალაქეებს ნებას რთავს გადასახადები ბიტკოინით გადაიხადონ.როგორც ცნობილი გახდა, 21 თებერვალს სენატორებმა მაიკლ უილიამსმა და ჯოშუა ემქუნმა აღნიშნული ღონისძიების შესახებ შტატის შემოსავლების დეპარტამენტს აცნობეს. საუბარია გადასახადების თანამედროვე სისტემაზე, სადაც ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ხდება გადახდა."კომისარი ვალდებულია მიიღოს საგადასახადო და სალიცენზიო...
ინდოეთის ეროვნული ასოციაციის პროგრამული სერვისების კომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს კანადის Blokchain-ის კვლევით ინსტიტუტთან. მემორანდუმი მიზნად ისახავს Blockchain-ის შესახებ მეტი ინფორმაცის მიღებასა და პროგრამირების მხრივ, სათანადო მომზადების გავლას.მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ინდოეთის ეროვნული ასოციაციის პროგრამული სერვისებისა და კანადის Blokchain-ის კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ცენტრის დაარსება ინდოეთში. ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველანაირი ინფორმაციის...
იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ბირჟები თვით რეგულაციის ორგანოს ქმნიან. სპეციალური ორგანოს შექმნა Coincheck-ზე ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გადაწყდა.როიტერის ცნობით, რომელიც ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს 16 ბირჟას თვით რეგულაციის სისტემა სურს. ამ ნაბიჯის გადადგმა Coincheck-იდან მოპარულმა 533 მილიონმა მნიშვნელოვნად...