იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟები თვით რეგულაციის ორგანოს ქმნიან

0
2628

იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ბირჟები თვით რეგულაციის ორგანოს ქმნიან. სპეციალური ორგანოს შექმნა Coincheck-ზე ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გადაწყდა.

როიტერის ცნობით, რომელიც ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს 16 ბირჟას თვით რეგულაციის სისტემა სურს. ამ ნაბიჯის გადადგმა Coincheck-იდან მოპარულმა 533 მილიონმა მნიშვნელოვნად განაპირობა.

ახალი ორგანოს შესახებ ფართო აუდიტორიისთვის სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც Coincheck-ი გაიძარცვა ფინანსურმა სტრუქტურება დაიწყეს ბირჟების შემოწმება. შემოწმებული ბირჟებიდან 16 არალიცენზირებული აღმოჩნდა. ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუ რას ნიშნავს ბირჟების თვითრეგულაცია. იმის გათვალისწინებით, რომ Coincheck -ი, რომელიც არალიცნეზირებული კომპანიაა თვით რეგულაციის ორგანოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.

ქვეყნის ფინანსური სერვისების ასოციაციამ Coincheck-ზე თავდასხმის შემდეგ ყველა ბირჟას მოსთხოვა უსაფრთხოების ოქმების წარდგენა.

2017 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, იაპონიის ფინანსური სერვისების ასოციაციამ რამდენიმე ბირჟას ლიცენზია მისცა. სხვებს, კი, რომლებიც ლიცენზიას ითხოვდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მიიღეს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი