რეკომენდირებული

რეკომენდირებული

კვირას, 15 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა. Coinmarketcap-ის სიის პირველმა 9 კრიპტოვალუტამ ფასის გაუმჯობესება დაიწყო.ერთკვირიანი პესიმისტური პოზიციების შემდეგ, ბიტკოინის კურსი გაიზარდა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ 6.300 დოლარს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1.5%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის ღირებულება 6.354 დოლარს შეადგენს.რაც შეეხება...
ამ კვირაში კრიპტოვალუტის ბაზარმა კლება განიცადა. თუმცა, მომავალ კვირას შესაძლოა, ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით მოხდეს.ბიტკოინიბიტკოინზე შეიძლება ითქვას, რომ კურსი ამ ეტაპისთვის 6.300 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.თუ ბიტკოინი 6.000 დოლარის ნიშნულს არ ასცდა ვერანაირ ფასის ზრდაზე ვერ იქნება საუბარი.იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი 5.900 დოლარზე მეტად შემცირდება მაშინ, მოსალოდნელი...
ლონდონის ეკონომიკის სკოლა კრიპტოვალუტის ინვესტიციების შესახებ ონლაინ კურსის დაწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, კურსი 2018 წლის აგვისტოდან დაიწყება.სკოლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი კურსი, "კრიპტოვალუტის ინვესტიცია და დისტრიბუცია" ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟებთან იქნება დაკავშირებული.კურსის დანერგვით უნივერსიტეტი გლობალური კერძო ორგანიზაციების, ინდივიდუალური ინვესტორების, ფინანსური ფირმების, მთავრობების...
ვებ-ბრაუზერი Opera ანდროიდისთვის სპეციალურ ვერსიას ქმნის, რომელშიც ჩატვირთული იქნება კრიპტოვალუტის საფულე.უნდა აღინიშნოს, რომ Opera უკვე შევიდა კრიპტოვალუტის სფეროში. იანვრის თვეში კი, ვებ-ბრაუზერმა და ანდროიდისთვის შექმნილმა ვერსიამაც კრიპტოვალუტის თაღლითობის საწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფა დააყენა.Opera-ს კრიპტოვალუტის საფულე ხელს შეუწყობს ეთერიუმის Web3 API-ს და ინტეგრირებული იქნება WebView-ში. პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ...
ევროკავშირის მეხუთე დირექტივა, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება ძალაში 9 ივლისს შევიდა. დირექტივის ფარგლებში ევროპის საფინანსო ორგანიზაციებისათვის ციფრული ვალუტის რეგულირებისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი ზომები მიიღეს.ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ახალი წესები ამოქმედდა უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც...
სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი ბანკების ციფრული ვალუტის საანგარიშო ბალანსმა 2017 წლის დეკემბრისთვის 1.79 მილიარდი დოლარი შეადგინა.ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა იტყობინება.ცენტრალური ბანკის ანგარიშში განხილულია საკითხი, როდესაც 1.79 მილიარდი დოლარი შედარებით დაბალი მაჩვენებელია, რადგან ეს არის ქვეყნის საბროკერო კომპანიების მიერ მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით, 8%....
ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ისეთ კრიპტოვალუტას, როგორიც არის ბიტკოინი პოტენციალი აქვს, რომ ძირითადი გადახდის საშუალება გახდეს. ამ მოსაზრებას ის არგუმენტი ამყარებს, რომ ბიტკოინი ფულის სამი ძირითადი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.პროფესორ უილიამ ნოტენბელტისა და დოქტორ ზეინებ გურგაკის მიერ დაწერილი კვლევის მიხედვით, რომლის სახელწოდებაც არის "კრიპტოვალუტა: ნდობა და მიღებასთან დაკავშირებული...
შაბათს, 7 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარზე განსაკუთრებული ცვლილება არ დაფიქსირებულა.ბიტკოინის კურსი 6.635 დოლარის გარშემო მოძრაობდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის კურსი არც დაეცა და არც მოიმატა, წინა შაბთთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესებული მაჩვეენებლი ჰქონდა.დიდად არც ეთერიუმის კურსი შეცვლილა. კრიპტოვალუტა დაახლოებით, 467 დოლარი ღირდა. 24 საათის განმავლობაში ეთერიუმი 1%-ზე ნაკლებით...
ვენესუელის მთვავრობის წევრმა ილდემარო ვილაროელმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა უსახლკაროებისთვის სახლების მშენებლობას ეროვნული კრიპტოვალუტის, პეტროს გამოყენებით გეგმავს.მთავრობა დააფინანსებს პროექტს, სახელწოდებით "დიდებული მისია ვენესუელის მაცხოვრებლებისთვის", რომელიც მიზნად ისახავს უსახლკაროებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფას.ოფიციალური ინფორმაციით, ვენესუელის მთავრობამ 2 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკვე დაასრულა.ვილაროელმა განაცხადა, რომ სამშენებლო პროცესის დასაწყებად...
ჟან-პიერ ლანდაუმ კრიპტოვალუტის შესახებ მოხსენება წარმოადგინა, სადაც აღნიშნა, რომ არ არის აუცილებელი ამ ტექნოლოგიის რეგულირება.მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრიპტოვალუტის საკითხებში, ჟან-პიერ ლანდაუმ მოხსენებაში ერთმანეთს შეადარა ტექნოლოგიური და ფინანსური ინოვაცია ერთამანეთს. როგორც ლანდაუ ამტკიცებს, კრიპტოვალუტის რეგულირება სამი მიმართულებით გამოიწვევს გარკვეულ რისკებს."კანონმდებლობას შეუძლია ტექნოლოგიის სწრაფი ევოლუცია ერთ ადგილას გაყინოს. ჩვენ...