რეკომენდირებული

რეკომენდირებული

ტეილორ და კემერონ უინკლევოსები აცხადებენ, რომ Facebook-ის "საიდუმლო კრიპტო პროექტი" მხოლოდ დადებითად წაადგება ინდუსტრიას. ამის შესახებ უინკლევოსებმა The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნეს.ტყუპების თქმით, ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ კრიპტოვალუტას, როგორც ინოვაციას უფრო მნიშვნელოვანი და გაცილებით დიდი განვითარება ექნება, ვიდრე ეს სოციალური ქსელების პლატფორმებს აქვთ.კემერონი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის გამოყენება, როგორც...
ისრაელის სასამართლომ ბიტკოინის მაინინგის კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. გასულ წელს ადგილობრივმა ბანკმა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს."ისრაელის გაერთიანებულმა ბანკმა" 2018 წლის მაისში სასამართლოში იჩივლა ფულადი სახსრების მოძრაობის პრობლემის შექმნის შესახებ. ასევე ბანკმა მაინინგის კომპანიას ანგარიშები დაუბლოკა. უნდა აღინიშნოს, რომ ბანკის მხრიდან ეს...
ბრიტანელმა ეკონომისტმა და ისტორიკოსმა ნაიელ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა სულაც არ ყოფილა ილუზია, როგორც მას ადრე მიაჩნდა."მე ძალიან ვცდებოდი, როდესაც ციფრული ვალუტა მხოლოდ ილუზია მეგონა. Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა ნამდვილად არის გამოსაყენებელი",- განაცხადა ნაიელ ფერგიუსონმა.იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტის შექმნის და ბაზარზე გამოჩენის დროს ფერგიუსონი ციფრული ვალუტის...
კომპანია Starbucks-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის კომპანია Bakkt-თან თანამშრომლობს. როგორც კრიპტო კომპანია აცხადებს, სულ მალე Starbucks-ი ბიტკოინით გადახდას დაეთანხმება.Starbucks-ის შესახებ ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ კრიპტოვალუტის პლატფორმასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო.მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე Bakkt-ის მიზანია ინვესტორებთან თანამშრომლობა და მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის...
აზიის წყნარი ოკეანის კონსერვატორთა კავშირი რეგიონში Blockchain ეკოსისტემის განვითარებას იწყებს. პროექტის ავტორების თქმით, ტექნოლოგიის განვითარება ავტორიტარიზმთან ბრძოლის ერთი-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.აღსანიშნავია, რომ კავშირის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში პროექტი აღწერილია, როგორც ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური გარემოს ჯანსაღ განვითარებას. ამასთანავე, ტექნოლოგია გამოყენებული იქნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ავტორიტარული მმართველობის ბრძოლის...
New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-ი კრიპტოვალუტის პროექტზე მუშაობს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული პროექტის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის ჯერ არაფერია ცნობილი.აღსანიშნავია, რომ Facebook-ი გეგმავს დახვეწოს თავისი შეტყობინებათა სისტემა და კომპანიის საკუთრებაში არსებული WhatsApp-ი, Messenger-ი და Instagram-ი საერთო ინფრასტრუქტურის ქვეშ გააერთიანოს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ხელს შეუწყობს მომავალში კომპანიის კრიპტოვალუტის...
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ ბიტკოინს ბრწყინვალე სტრუქტურა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე ტრადიციული ვალუტა.კითხვაზე თუ რას იტყოდა იგი ბიტკოინის შესახებ ელონ მასკმა უპასუხა, რომ ის ბრწყინვალეა, თუმცა იქვე დაამატა, რომ კრიპტოვალუტა თავისი ხასიათით ძალიან "აქტიურია". როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის...
IBM-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯესი ლანდმა განაცხადა, რომ მისი პროგნოზით ბიტკოინის ფასი ერთ მილიონ დოლარამდე გაიზრდება.ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ინტერვიუს დროს ლანდმა განაცხადა, რომ ამ წელს ბიტკოინის ფასი 5.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებდა. მერე კი აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის კურსი აუცილებლად გაიზრდებოდა მილიონ დოლარამდე."მე ვხედავ, რომ ბიტკოინს კურსი წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 5.000...
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ევროპის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. პრეზიდენტმა აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა პარიზში 56-ე საერთაშორისო სოფლის მეურნეობის გამოფენაზე.ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.მაკრონმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს ერთიანობისკენ, რათა რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-სთან კონკურენციის გაწევა შესძლონ. მაკრონმა სოფლის მეურნეობის ევროკავშირის საერთო პოლიტიკასაც გაუსვა ხაზი.საფრანგეთის...
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული ციფრული ვალუტის, ელ-გრივნის საპილოტე პროექტი დაასრულა.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.უკრაინის ეროვნულმა ბანკმა პილოტზე მუშაობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო."გასული წლის ბოლოს დავიწყეთ საპილოტე პროგრამაზე მუშაობა. დღეს კი საშუალება გვაქვს ვნახოთ შედეგი, რათა შევაფასოთ ელ-გრივნის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები",-განაცხადა ეროვნული ბანკის გადახდის ქსელების ხელმძღვანელმა...