ისრაელის სასამართლომ განაჩენი მაინინგის კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა

0
1708

ისრაელის სასამართლომ ბიტკოინის მაინინგის კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. გასულ წელს ადგილობრივმა ბანკმა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“ისრაელის გაერთიანებულმა ბანკმა” 2018 წლის მაისში სასამართლოში იჩივლა ფულადი სახსრების მოძრაობის პრობლემის შექმნის შესახებ. ასევე ბანკმა მაინინგის კომპანიას ანგარიშები დაუბლოკა. უნდა აღინიშნოს, რომ ბანკის მხრიდან ეს ცოტა მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან ანგარიშების დაბლოკვა ბანკის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.

გრძელვადიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, თელ-ავივის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ კრიპტო კლიენტების შესახებ ბანკის პოლიტიკა ძალიან ფართო იყო და პრობლების აღმოჩენის დროს ბანკს ავტომატური უარყოფის რეჟიმი არ უნდა ჰქონოდა.

“მე მჯერა, რომ ფართომასშტაბიანი პოლიტიკა, რომელიც არ გამოარჩევს სხვადასხვა ტიპის საქმიანობასა და სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს არის არაგონივრული”,-განაცხადა მოსამართლე ლიმორ ბიბიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა ისრაელის ცენტრალური ბანკის ანგარიში, რომლშიც საუბარი იყო კრიპტოვალუტის შესახებ. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი