ჩრდილოეთ ამერიკის უმსხვილესმა ზღვის პროდუქტების კომპანიამ Bumble Bee Foods-მა Blockchain პლატფორმის გამოყენება დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შეიქმნა გერმანულ ტექნოლოგიურ კომპანიის SAP-ის საწარმოო პროგრამით.ახალი პლატფორმა აუმჯობესებს მიწოდების სერვისს და ზრდის უსაფრთხოების ხარისხს.ამ პროექტის შესახებ ცნობილი გახდა კონფერენციის დროს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად კი ტეხასში გაიმართა.პლატფორმის გამოყენების დროს მომხმარებლებისთვის...
სინგაპურის მთავრობამ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საზღვაო სავაჭრო პლატფორმის პილოტი შექმნა.TradeTrust არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპლექსური პროცესების გააქტიურებას. პლატფორმა პირველ რიგში ფოკუსირებულია ელექტრონული გადახდის სისტემაზე.მნიშვნელოვანი სავაჭრო დოკუმენტის დამუშავება ხშირ შემთხვევაში დროში ძალიან იწელება. ამასთანავე, ასეთ დროს გასათვალისწინებელია ხოლმე დამატებითი ხარჯებიც.მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,...
შვეიცარიის საბანკო ჯგუფმა Swissquote-მა განაცხადა, რომ მარტის ბოლოს მომხმარებელს კრიპტოვალუტის სერვისს შესთავაზებს.განცხადების თანახმად, კომპანია 2017 წლიდან ხუთი ძირითადი კრიპტოვალუტის ვაჭრობის სერვისს შემოიღებს.კრიპტობირჟის ახალი მომსახურეობა 21 მარტს ოფიციალურად ამუშავდება. ანგარიშის თანახმად, კლიენტებს შეეძლებათ "გარე საფულედან" თავიანთ ანაგრიშებზე თანხა გადარიცხონ და პირიქით.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პლატფორმა საშუალებას მისცემს კომპანიას გახდეს...
გერმანიის იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ Blockchain ტექნოლოგიას სარეგისტრაციო სისტემაში გამოიყენებენ."როიტერის" ინფორმაციით, შვიდ გვერდზე განთავსდა თავდაპირველი მითითებები, რომელიც რეესტრის სექტორის რეგულირებას და ინვესტორთა შესაძლო დარღვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს.დოკუმენტში ნათქვამია, რომ სფეროს რეგულირება ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების განვითარებას.ამასთანავე, გერმანიის აღმასრულებელმა ორგანომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მთავრობა 2019 წლის შუა რიცხვებისთვის...
ბრიტანელმა ეკონომისტმა და ისტორიკოსმა ნაიელ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა სულაც არ ყოფილა ილუზია, როგორც მას ადრე მიაჩნდა."მე ძალიან ვცდებოდი, როდესაც ციფრული ვალუტა მხოლოდ ილუზია მეგონა. Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა ნამდვილად არის გამოსაყენებელი",- განაცხადა ნაიელ ფერგიუსონმა.იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტის შექმნის და ბაზარზე გამოჩენის დროს ფერგიუსონი ციფრული ვალუტის...
ინვესტორებისთვის და მოვაჭრეებისთვის შექმნილმა ბირჟამ და სოციალურმა ქსელმა eToro-მ შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის სავაჭრო მომსახურების განხორციელება დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.კომპანიას, რომელსაც 10 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებლი ჰყავს ამერიკის 31 შტატში სულ მალე ოპერირებას დაიწყებს. eToro-ს ელექტრონული საფულით შესაძლებელია ბიტკოინის, ბიტკოინ Cash-ის, ეთერიუმის, ლაიტკოინის, Stellar-ის, რიპლისა და სხვა კრიპტოვალუტების...
აშშ-ს კოლორადოს შტატის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მისაცემად Blockchain ტექნოლოგია იქნება გამოყენებული. ეს იქნება სმარტფონისთვის შექმნილი აპლიკაცია, რომელიც თავის მხრივ, დაფუძნებული იქნება Blockchain ტექნოლოგიაზე.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.განცხადების თანახმად, კოლორადოს შტატი დანერგავს მობილური კენჭისყრის პლატფორმას, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი სამხედროები აქტიურად გამოიყენებენ."ამომრჩევლები შეძლებენ მომავალ არჩევნებში მონაწილეობის...
სამხრეთ კორეის პროკურატურამ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობის სქემებს გამოავლენს.ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.ახალი ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება გამოავლინოს თაღლითობის, ფულის გათეთრების, დანაშაულისა და სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევები, რომლებიც fintech-თან და კრიპტოვალუტასთან იქნება დაკავშირებული.სპეციალური ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება არის რეაგირება კრიპტოვალუტის ინდუსტრიასთან...
ბრიტანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა არასანქცირებული კრიპტოვალუტის კომპანიის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.მარეგულირებლის ცნობით, ბულგარეთში დაფუძნებული Next Coin Market-ი აცხადებდა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებს სთავაზობდა კრიპტოვალუტის მომსახურებას.ბრიტანეთის მარეგულირებელმა განმარტა, რომ კომპანია მომხმარებელს ყალბი ვებსაიტის ბმულს უგზავნიდა. თავის მზრივ, ბმული იძლეოდა შთაბეჭდილებას, რომ ფირმა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელის მიერ ოფიციალურად რეგისტირებულია. თუმცა Next Coin Market-ი...
ხუთშაბათს, 7 მარტს კრიპტოვალუტების ბაზარი გაუმჯობესებული იყო. გუშინ თითქმის ყველა ციფრული ვალუტის კურსი გაიზარდა.უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასის ნიშნული მნიშვნელოვნად შეიცვალა. კრიპტოვალუტა ნელ-ნელა 4.000 დოლარის ნიშნულს უახლოვდება. გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 3.901 დოლარზე გაიხსნა და დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასის ნიშნულს 3.938 დოლარზე მიაღწია.რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით რიგით მეორე...