გერმანიის მთავრობა Blockchain-ის გამოყენებას სარეგისტრაციო სისტემაში იწყებს

0
1772

გერმანიის იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ Blockchain ტექნოლოგიას სარეგისტრაციო სისტემაში გამოიყენებენ.

“როიტერის” ინფორმაციით, შვიდ გვერდზე განთავსდა თავდაპირველი მითითებები, რომელიც რეესტრის სექტორის რეგულირებას და ინვესტორთა შესაძლო დარღვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სფეროს რეგულირება ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების განვითარებას.

ამასთანავე, გერმანიის აღმასრულებელმა ორგანომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მთავრობა 2019 წლის შუა რიცხვებისთვის Blockchain სტრატეგიას ფართო აუდიტორიას გააცნობს.

ფინანსთა სამინისტრო, ასევე ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო ვალდებულები არიან მოამზადონ ანგარიში, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას გულისხმობს.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიუხედავად Blockchain ტექნოლოგიით დაინტერესებისა, კრიპტოვალუტა კვლავ მეორე პლანზე რჩება.

გერმანიის სახელმწიფო არ ეთანხმება კრიპტოვალუტის გადახდის ფორმად მიღებას.

ჯერ კიდევ ივლისში ევროპის ეკონომიკური კვლევის ცენტრი იტყობინებოდა, რომ გერმანიაში 2020 წლისთვის ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი ან ეთერიუმი გადახდის საშუალებად არ მიიღებოდა.

ცენტრის ყოველთვიური ფინანსური ბაზრის ანგარიშის თანახმად, რესპონდენტების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებდა იმ შესაძლებლობას, რა დროსაც ერთი ფინჯანი ყავის შეძენისთვის კრიპტოვალუტით გადახდა იქნებოდა შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი