ამერიკული ზღვის პროდუქტების კომპანია Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს

0
1382

ჩრდილოეთ ამერიკის უმსხვილესმა ზღვის პროდუქტების კომპანიამ Bumble Bee Foods-მა Blockchain პლატფორმის გამოყენება დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შეიქმნა გერმანულ ტექნოლოგიურ კომპანიის SAP-ის საწარმოო პროგრამით.

ახალი პლატფორმა აუმჯობესებს მიწოდების სერვისს და ზრდის უსაფრთხოების ხარისხს.

ამ პროექტის შესახებ ცნობილი გახდა კონფერენციის დროს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად კი ტეხასში გაიმართა.

პლატფორმის გამოყენების დროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობი იქნება პროდუქციის წარმოშობის და გადაზიდვის ისტორის შესახებ ინფორმაცია.

Blockchain-ზე შენახული მონაცემები მოიცავს ინფორმაციას სისწორეს, უსაფრთხოებასა და ვაჭრობის შესახებ სერტიფიცირების ცნობებს.

SAP-ის ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების გლობალური ხელმძღვანელი და ვიცე-პრეზიდენტი ოლივერ ბეტზი ამბობს, რომ Blockchain ტექნოლოგია ქმნის გამჭვირვალობას და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში Blockchain-ის დანერგვას მხარს უჭერდა.

“ევროპა უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების ავანგარდში. ამაში კი მოიაზრება ის საშუალებები, რომლებიც ყველა პროდუქტის ნედლეულის წარმოებას, შეფუთვასა და დამუშავებას გულისხმობს”,-აღნიშნა Blockchain-ის შესახებ საუბრისას ემანუელ მაკრონმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი