"კრიპტოვალუტის ზამთარი სავარაუდოდ დასრულდა",- განაცხადა ამერიკული Blockchain ტექნოლოგიის კომპანიის ხელმძღვანელმა Bloomberg-თან საუბრის დროს.ბარი სილბერტმა, კომპანია Digital Currency Group-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ბიტკოინის ამჟამინდელ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება."პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობას არის ალბათ "ზამთრის" პერიოდიდან გამოსვლა და "გაზაფხულის" პერიოდში შესვლა",- განაცხადა...
ევროპულმა საინვესტიციო კომპანიამ, Peakside Capital Advisors-მა Blockchain ტექნოლოგიაზე უძრავი ქონების ფონდი დააფუძნა. ფონდი გერმანული ბაზრისთვის შეიქმნა.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში პროგრამა სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობდა.კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში Peakside-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა, შტეფან აუმანმა განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიის მიღწევები, რათა უფრო გაიზარდოს უძრავი ქონების სექტორის უსაფრთხოება.გერმანიის...
სამშაბათს, 11 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარი შემცირდა.ბიტკოინი კვლავ ცდილობდა 8.000 დოლარის ნიშნულის შენარჩუნებას, მაგრამ ფასი 7.900 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლოვლობაში ბიტკოინის კურსი ისე შემცირდა, რომ კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 7.878 დოლარზეც კი დაფიქსირდა.უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მატება მხოლოდ და მხოლოდ 1%-ს შეადგენს.რაც შეეხება...
ფილიპინების ცენტრალური ბანკის მმართველმა, ბენიამინ დიოკნომ მოქალაქეები ტერორიზმის დაფინანსებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ გააფრთხილა.როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს მონიტორინგს.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება The Philippine Star-ი ავრცელებს.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბენიამინ დიოკნომა გააკრიტიკა ბიტკოინის შესაძლებლობები. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმ ეკონომიკური კეთილდღეობისა, რაც...
Wall Street-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ამჟამინდელი Blockchain ტექნოლოგიის მკვლევარი ტონი ვეისი "კრიპტო ზამთრის" დასრულების შესახებ სკეპტიკურად არის განწყობილი.ტონი ვეისი ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო გიგანტის JPMorgan-ის ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსიც არის. როგორც ამერიკულ მედიასთან საუბარში ანალიტიკოსმა აღნიშნა, სკეპტიკურად არის ყველა იმ მოსაზრების მიმართ განწყობილი, რომელიც ამტკიცებს რომ ციფრული ვალუტის...
ორშაბათს, 10 ივნისს, CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით ბიტკოინმა 8.000 დოლარის ნიშნული დაიბრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცალსახად დადებითი ნიშანი იყო ციფრული ვალუტების ბაზრისათვის.დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოები 2.18%-ით გაიზარდა და 8.029 დოლარის ნიშნულს მიაღწია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინზე ვაჭრობა 7.680 დოლარზე გაიხსნა.მნიშვნელოვანია, რომ გასული კვირის განმავლობაში ბიტკოინის...
კვირას, 9 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელ დღესთან შედარებით კრიპტოვალუტების ფასებმა მცირედით, თუმცა მაინც დაიკლო.ბიტკოინის ფასის ნიშნული 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1.26%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 7.775 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი ცდილობდა 8.000 დოლარისთვის მიეღწია. თუმცა ეს მცდელობა...
ამერიკული მედია აქტიურად წერს, რომ Facebook-ის ციფრული ვალუტის პროექტის წარდგენა 18 ივნისს შედგება.აღნიშნული ინფორმაცია ირიბად დაადასტურა ლაურა ემსიკრაკენმა, რომელიც არის Facebook-ის ფინანსური მომსახურების ხელმძღვანელი ჩრდილოეთ ევროპაში.გერმანულ საფინანსო ჟურნალ Wirtschaftswoche-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ Facebook Coin-ის შეძენა ტრადიციული ვალუტით მოხდება. თუმცა Facebook-ის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია მოხდება თუ არა აღნიშნული ციფრული...
ინდოეთში კვლავ მიმდინარეობს ციფრული ვალუტის რეგულაციაზე მუშაობა. საკანონმდებლო ორგანოს წევრები მედიასთან საუბრის დროს აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც კრიპტოვალუტას ფლობენ თავისუფლება 10 წლით შეიძლება აღეკვეთოს.უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად განიხილება კრიპტოვალუტის აკრძალვა. ამასთანავე, აღნიშნული კანონი გავრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით ან ციფრული ვალუტით ფულის გადარიცხვით არის...
სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან-რეგენტებმა ნიკოლა სელვამ და მიშელ მურატორიმ ბოლო დოკუმენტის თანახმად, Blockchain ტექნოლოგიის შესახებ მთავრობის ბრძანებულება გამოსცეს.ახალ განკარგულებაში წერია, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ყველა ორგანიზაციისთვის სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა.სან-მარინოს, ევროკავშირის, ან რომელიმე ქვეყნის Blockchain ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან კლასიფიცირებულნი განიხილებიან, როგორც მაღალი რისკის შემცველი ორგანიზაციები. სან-მარინოს კანონმდებლობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ...