მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სინგაპურის ხელისუფლების სავალუტო ორგანომ კრიპტოვალუტის აპარატების აკრძალვა გადაწყვიტა.სინგაპურის სავალუტო ორგანოს (MAS) მიერ გამოცემული ახალი რეგულაციების შესასრულებლად, სინგაპურის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის ბანკომატების ოპერაცები შეაჩერა.ახალმა შეზღუდვამ უკმაყოფილება გამოიწვია რამდენიმე კრიპტოვალუტის ოპერატორის მხრიდან. მაგალითად, Daenerys & Co-მ განაცხადა, რომ ის გაკვირვებულია ამ სიახლით, მაგრამ მასაც...
Ak Party-მ, თურქეთის მმართველმა პარტიამ შეხვედრა გამართა, სადაც კრიპტო რეგულაციების მომავალი გაინიხილა.პირველ თემატურ შეხვედრას თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ (TBMM) უმასპინძლა, რომელსაც TBMM ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეები მაჰირ უნალი და მუსტაფა ელიტაში ესწრებოდნენ. ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდა Ak Party-ის ვიცე პრეზიდენტი ომერ ილერი, რომელიც პასუხისმგებელია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე.შეხვედრა ონლაინ...
Google-მა PayPal-ის ყოფილი აღმასრულებელი დაიქირავა, რათა Google Pay-ს კრიპტო სივრცეში გაფართოებაში დაეხმაროს.არნოლდ გოლდბერგს დაევალა მართოს Google-ის გადახდების განყოფილება. Google-ის კომერციის პრეზიდენტმა, ბილ რედიმ მედიას განუცხადა:”კრიპტოვალუტა არის ის, რასაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაპყრობთ. ციფრულ ვალუტებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, ჩვენ წინსვლას ვაპირებთ".Google Pay არის ონლაინ გადახდის სისტემა, რომელიც შემუშავებულია Google-ის...
Gulf Energy Development PCL-სთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ Binance-ი ტაილანდის ბაზარზე ხელახლა შედის.ამ ინიციატივის ფარგლებში Binance-მა შესაძლოა, ტაილანდში ახალი ფილიალი გახსნას. Gulf Energy Development PCL-ი არის ტაილანდური ჰოლდინგი, რომელიც ენერგეტიკულ სექტორზეა ფოკუსირებული.კომპანიას სარათ რატანავადი მართავს.Gulf Energy-მ დადო შეთანხმება მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟასთან იმის საფუძველზე, რომ ტაილანდის ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურა...
UnionBank-ი არის ფილიპინების ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, რომელიც 15 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს. კრიპტოვალუტის პლატფორმა Metaco-მ კი UnionBank-თან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.თანამშრომლობა ითვალისწინებს ციფრული ვალუტების უზრუნველყოფას, ვაჭრობას, გამოშვებასა და მართვას. ასევე IBM Cloud-ზე ციფრული მართვის სერვისების დამატებას, რომლებიც Metaco-ს გადაწყვეტილებებთან სრულად იქნება ინტეგრირებული.ინტეგრაციის გზით, UnionBank-ი შეძლებს, რომ გააუმჯობესოს დაზღვევა, რომელიც...
კანადელმა ბიზნესმენმა, კევინ ო’ლირიმ მაინინგის კომპანიის აქციებში ინვესტირების გეგმები გაამჟღავნა.ენტონი პომპლიანოსთან ინტერვიუში მან ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ბოლო მოგზაურობის შესახებ ისაუბრა. მოგზაურობის მიზანი კი ბიტკოინის მაინინგში ინვესტირების ახალი გზების ძიება იყო.Shark Tank-ის მაგნატის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ინვესტორები „სუვერენულ მაინინგ ოპერაციებს“ ახორციელებენ. კევინ ო’ლირი ასევე პროგნოზირებს, რომ მომდევნო 2-3...
სამხრეთ კორეაში დაფუძნებული უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Bithumb-ი LG Corporation-ის შვილობილ კომპანია, LG CNS-სთან თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანი NFT-ის ბაზარზე შესვლაა.Bithumb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰეო ბაეკ-იანგმა დაადასტურა, რომ ბირჟა ამჟამად ავითარებს NFT-ის. ეს კი Bithumb-ს დაეხმარება იმაში, რომ კონკურენტუნარიანი დარჩეს ორ სხვა ბირჟასთან, Korbit-თან და Upbit-თან მიმართებაში.„NFT-ი ბაზარი მნიშვნელოვანი იქნება Blockchain-ზე დაფუძნებული...
უკანასკნელი კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი საკმაოდ მერყევი იყო. თუმცა მიუხედავად ამისა, 18 იანვარს ბიტკოინ Cash-მა ფასის გაუმჯობესება მაინც მოახერხა.დღეს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 381 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 394 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 376 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე...
"კრიპტო დარბევები" პეკინში ახალი წესების შემოღების შემდეგაც გაგრძელდა. ჩინეთის პოლიციამ თითქმის 6 მილიონი იუანის (1 მილიონი დოლარი) ღირებულების ციფრული ვალუტა გაყინა და რვა ადამიანი დააკავა.Nikkei Asia-ის ინფორმაციის თანახმად, ჩიჟოუს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიურომ აღმოაჩინა კრიპტოვალუტის თაღლითობის სქემა.პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინვესტორმა გასული წლის ივნისში დაკარგა 590 000...
მალაიზია შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) კვლევისა და განვითარების პროგრამას იწყებენ.Bank Negara Malaysia-მ, მალაიზიის ცენტრალურმა ბანკმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ CBDC-ს კვლევის დაწყების გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, მათ ჯერ არ აქვთ განსაზღვრული, თუ როგორ წარმართავენ ამ პროცესს.ბანკის სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ისეთი სახის სტაბილკოინის კვლევაზე...