თურქეთის მმართველი პარტია კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობს

0
725

Ak Party-მ, თურქეთის მმართველმა პარტიამ შეხვედრა გამართა, სადაც კრიპტო რეგულაციების მომავალი გაინიხილა.

პირველ თემატურ შეხვედრას თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ (TBMM) უმასპინძლა, რომელსაც TBMM ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეები მაჰირ უნალი და მუსტაფა ელიტაში ესწრებოდნენ. ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდა Ak Party-ის ვიცე პრეზიდენტი ომერ ილერი, რომელიც პასუხისმგებელია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე.

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

მაჰირ უნალმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს ესაჭიროება, როგორც ფინანსური ასევე სამართლებრივი რეგულაცია.

მანამდე მუსტაფა ელიტაში მასპინძლობდა შეხვედრას თურქული კრიპტო ეკოსისტემის წარმომადგენლებთან, რა დროსაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია ციფრული სამყაროს მიღმა დარჩენა.

როგორც ცნობილია, მუსტაფა ელიტაში Binance Turkey-ს წარმომადგენლებსაც შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ Binance Turkey 8 მილიონი თურქული ლირით 2021 წლის მიწურულს დაჯარიმდა. დაჯარიმების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ბირჟამ ვერ შეძლო ფინანსური კონტროლის ჯგუფის აუდიტის განხორციელება და ფულის გათეთრების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი