უმსხვილესი ჰოლანდიური ბანკი, Rabobank-ი, რომლის სერთო მენეჯმენტი 681 მილიარდ ევროს შეადგენს კრიპტოვალუტის საფულის სისტემის განვითარებას გეგმავს.ბანკის "Moonshot" პროგრამის ფარგლებში ციფრული საფულე ბანკის კრიპტოვალუტის პროექტს "Rabobit"-ის ნაწილია.მიუხედავად იმისა, რომ ივნისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება "Moonshot"-ის ნაწილობრივი პრეზენტაცია, ბანკმა საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა პროექტის ერთგვარი რეკლმა, რათა Blockchain-ის პოტენციური...
ფედერალური სადეპოზიტო სადაზღვევო კორპორაციის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არ უნდა აიკრძალოს. კორპორაცია წარმოადგენს ფედერალურ სამთავრობო სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშების დაზღვევას კომერციულ და შემნახველ ბანკებში.შეილა ბეარი აღნიშნავს, რომ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს არ გააჩნიათ ისეთი ღირებულება, როგორიც დოლარს აქვს.მიუხედავად ამისა: "მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ავკრძალოთ...
მექსიკას მხოლოდ ერთი, პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რათა კრიპტოვალუტას რეგულაცია დაუწესოს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.ახალი რეზოლუცია crowdfunding-ს და კრიპტოვალუტის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. ამ ეტაპზე კანონპროექტი პრეზიდენტის ენრიკე პენა ნიეტოს ხელმოწერას საჭიროებს. ამის შემდეგ კანონი, ციფრული ვალუტის რეგულაციის შესახებ, ოფიციალურად შევა ძალაში.კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის ზუსტი დეტალები ოდნავ მოგვიანებით განისაზღვრება, როგორც...
სამხრეთ კორეის ბანკი Woori აპირებს უკვე ამ წლიდან ტრანზაქციები რიპლით განახორციელოს.ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება ChosunBiz-ი ავრცელებს.იანვარში წარმატებული დატესტვის შემდეგ ციფრული სტრატეგიის დეპარტამენტი უკვე მსოფლიო მასშტაბებზე გადის. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის საგამოცდო პროცესში 37 კომპანია, მათ შორის იაპონიის SBI Group-იც ჩართული იყო.სამხრეთ კორეის მეორე უმსხვილესი...
დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ინსტიტუტი გააგრძელებს ბრძოლას კრიპტოვალუტის უკანონო ფინანსურ საქმიანობაში გამოყენების წინააღმდეგ.ედინბურგში, შოტლანდიის ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ინგლისის ბანკის მმართველმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ ის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრეა, რადგან აღმოიფხვრას კრიპტოვალუტის გამოყენება ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.გარდა ამისა,...
ლიხტენშტეინში მდებარე ე.წ. საოჯახო ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომლის კლიენტებიც ინვესტიციას პირდაპირ კრიპტოვალუტაში განახორციელებენ.Bank Frick-მა ამ კვირაში განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტის პირველი პარტია მოიცავს ბიტკოინს, ბიტკოინ Cash-ს, ლაიტკოინს, რიპლსა და ეთერიუმს. ბანკმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს მაღალი რანგის კერძო კლიენტების მომსახურებასაც, რომლებიც ციფრულ ვალუტას...
იაპონიის საფინანსო მომსახურების კონგლომერატმა SBI Group-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაგეგმილი კრიპტო- ვაჭრობა დროებით გადაიდო.საჯარო განცხადებაში, SBI მომხმარებელს ბოდიშს უხდის და იქვე განმარტავს, რომ ვაჭრობის დაწყება უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გადაიდო."ჩვენ დამატებით დროში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გადავწყვიტეთ. გაძლიერდება აქტივებისა და მომხმარებელთა სისტემების მენეჯმენტი. ამით კი, გაცილებით უკეთ იქნება...
მარშალის კუნძულების რესპუბლიკა საკუთარ კრიპტოვალუტას შექმნის.სენატორმა კენეტ კედმა, განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის პარლამენტმა ამ კვირას დაამტკიცა ვალუტის შექმნა, რომელსაც "სუვერენულს" უწოდებენ.ამჟამად, მარშალის კუნძულები სახელმწიფო ვალუტად აშშ დოლარს იყენებს. კრიპტოვალუტა თვადაპირველად ICO-თი იქნება წარმოდგენილი, მანამ სანამ, საბჭოს მიერ საბოლოოდ არ დამტკიცდება.პრეზიდენტის წარმომადგენელი, დევიდ პოლმა "ბლუმბერგს" განუცხადა, რომ 2018...
მალაიზიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა უკვე ცენტრალური ბანკის რეგულაციას ემორჩილება, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიცირებას გულისხმობს. რეგულაცია ფულის გათეთრების წინააღმდეგ არის მიმართული.Bank Negara Malaysia-ს ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლა და ტრადიციული ვალუტით ციფრული ვალუტის ყიდვა, ასევე ერთი კრიპტოვალუტის მეორე კრიპტოვალუტაში გადაცვლისას მომხმარებელთა ვინაობა დადასტურებული და ცნობილი უნდა იყოს."ციფრული...
აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით "ყველანაირ სტრატეგიას" განიხილავს.მინისტრის მოადგილემ, როდ როზენშტეინმა ფინანსური სერვისების მრგვალი მაგიდის ფორმატში საგაზაფხულო კონფერენციაზე ციფრული ვალუტის შესახებ ისაუბრა. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს მას კრიპტოვალუტასა და კიბერდანაშაულზე ჰკითხეს.როზენშტაინმა კიბერდანაშაულთან მებრძოლი ჯგუფის შესახებაც განაცხადა, რომელმაც ახალი სტრატეგია შეიმუშავა ამ ტიპის კრიმინალთან საბრძოლველად....