იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა Taotao 30 მაისს დაიწყებს სავაჭრო მომსახურებას.ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ Taotao-ს 40%-ის მფლობელი ინტერნეტ გიგანტი Yahoo! არის. თავდაპირველად ბირჟაზე ვაჭრობა ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინით, ბიტკოინ Cash-ითა და რიპლით იქნება შესაძლებელი.მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა, Taotao მაისის დასაწყისში...
კვირას, 26 მაისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.ბიტკოინის ფასის ნიშნული 8.000 დოლარის ქვემოთ მოექცა.CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასის კლება 1%-ზე ნაკლები იყო. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ კრიპტოვალუტის კურსი 7.990 დოლარის ფარგლებში მოქცეულიყო.უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბიტკოინის ფასი მკვეთრად არ შეცვლილა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა კვლავ 8.000 დოლარის...
Franck Muller-ი, საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია კრიპტოვალუტის კომპანიასთან პარტნიორობას იწყებს. პარტნიორობის მიზანია შეიქმნას საათების ბიტკოინით ყიდვის შესაძლებლობა.Franck Muller-ის საათების ფასი 9.800 დოლარიდან იწყება და 50.600 დოლარამდე აღწევს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ბიტკოინის საფულე უმაღლეს დონეზე იქნება დაცული.მნიშვნელოვანია, რომ გარდა ბიტკოინისა, კომპანია იკვლევს ფუნქციურად ანალოგიური კრიპტოვალუტების შესაძლებლობებსაც....
თავდაპირველი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) ბაზარი პოზიტიურ ტენდენციებს აჩვენებს. ეს კი ინვესტორების დადებით განწყობაზე მეტყველებს.ICO-ს ბაზრის შესახებ ანგარიში ICObench-მა გამოაქვეყნა.21 მაისის მონაცემებით, ICO-ს წარმატების მაჩვენებელი გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაისის ბაზარი აპრილთან შედარებით დაახლოებით 17%-ით არის გაზრდილი.ამასთანავე, ICObench-ის მონაცემებით, მაისში ICO პროექტების რაოდენობამ 157-ით მოიმატა. ...
გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა ICAP Crypto-ს შესახებ გაფრთხილება გამოსცა.მარეგულირებლის განცხადების მიხედვით, ICAP Crypto ოპერირებს, როგორც ICAP Europe Limited-ის ბაზაზე დაფუძნებული კომპანია. თუმცა, როგორც გაირკვა, ICAP Crypto არაკანონიერი საქმით არის დაკავებული.ICAP Crypto-ს მსგავსი კომპანიები სხვა მსხვილი ფირმების სახელს იყენებენ და ასე ცდილობენ მომხმარებლის ნდობის მოპოვებას.ამ შემთხვევაში ICAP...
პარასკევს, 24 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა.ბიტკოინის ფასმა დასძლია 8.000 დოლარის ზღვარი. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 5%-ით გაიზარდა. საბოლოოდ კი ბიტკოინის კურსის ნიშნული 8.018 დოლარზე დაფიქსირდა.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული 8.42%-ით იყო შემცირებული.რაც შეეხება ეთერიუმს: CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის...
ამერიკაში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმამ, Robinhood-მა ნიუ-იორკში ოფიციალურად გამოაცხადა კრიპტოვალუტით ვაჭრობის ნულოვანი საფასური.ეს იმას ნიშნავს, რომ Robinhood-ი ნიუ-იორკის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ შვიდი მსხვილი კრიპტოვალუტით და არ გადაიხადონ არანაირი საკომისიო გადასახადი.უნდა აღინიშნოს, რომ Robinhood კრიპტო სერვისი ხელმისაწვდომია ამერიკის 39 შტატში, მათ შორის კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ფლორიდაში.ამ ეტაპზე Robinhood-ის...
ხუთშაბათს, 23 მაისს ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა. კრიპტოვალუტების ფასების ზრდა არცთუ ისე დიდი იყო, თუმცა კურსის გაუმჯობესება აშკარად შეიმჩნეოდა.დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი კვლავ ცდილობდა 8.000 დოლარის დონესთან მიახლოებას. დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასის ნიშნული 7.638 დოლარს შეადგენდა. დღის მეორე ნახევარში კი თანდათანობით ფასმა ზრდა დაიწყო და 7.946 დოლარზე დაფიქსირდა.ამასთანავე,...
იაპონიის საფინანსო მომსახურების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბირჟების მონიტორინგს ახორციელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინსპექტირების ჯგუფს არცთუ დიდი პრაქტიკა აქვს. მთავარი პრობლემა კვლავ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკები რჩება.იაპონური მედია წერს, რომ მარეგულირებელი ციფრული ვალუტის ბირჟებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს პირველ რიგში ფულის გათეთრების დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით...
კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა.ბიტკოინი23 მაისს ბიტკოინის კურსის ნიშნული 7.413 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ფასის კლების ტენდენციის ნიშანი იქნება, როცა კურსი 5.900 დოლარამდე ჩამოვა.თუმცა, თუკი ბიტკოინის კურსი გაიზარდა მოსალოდნელი დონე 8.496 დოლარი იქნება. ამ ზღვრის დაძლევის შემდეგ კი მომდევნო სამიზნე ფასი 10.000 დოლარია.ანალიტიკოსები ამ ეტაპზე...