იაპონიის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბირჟებს კვლავ ამოწმებს

0
1648

იაპონიის საფინანსო მომსახურების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბირჟების მონიტორინგს ახორციელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინსპექტირების ჯგუფს არცთუ დიდი პრაქტიკა აქვს. მთავარი პრობლემა კვლავ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკები რჩება.

იაპონური მედია წერს, რომ მარეგულირებელი ციფრული ვალუტის ბირჟებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს პირველ რიგში ფულის გათეთრების დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით ამოწმებს.

2018 წლის დეკემბერში მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყანაში კრიპტოვალუტის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ სამართალდამცავების ანგარიშების რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი.

მარეგულირებლის მიერ გავრცელებული მოხსენების თანახმად, ეროვნული პოლიციის სააგენტომ დაადგინა, რომ იაპონიის პოლიციამ 5.944 ანგარიში დაწერა კრიპტოვალუტის უკანონო გამოყენების შესახებ. ციფრული ვალუტის არაკანონიერი გამოყენება ძირითადად ფულის გათეთრებას ეხებოდა.

შედარებისთვის, ასეთი ანგარიშების რაოდენობა 2017 წელს 669 იყო, მაგრამ ანგარიშების რიცხვი გაიზარდა 2018 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც ბირჟებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება დაევალათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი