კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1781

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

ბიტკოინი

23 მაისს ბიტკოინის კურსის ნიშნული 7.413 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ფასის კლების ტენდენციის ნიშანი იქნება, როცა კურსი 5.900 დოლარამდე ჩამოვა.

თუმცა, თუკი ბიტკოინის კურსი გაიზარდა მოსალოდნელი დონე 8.496 დოლარი იქნება. ამ ზღვრის დაძლევის შემდეგ კი მომდევნო სამიზნე ფასი 10.000 დოლარია.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ. ექსპერტების აზრით, მხოლოდ ფასის ზრდის დროს უნდა მოხდეს ვაჭრობის დაწყება.

ეთერიუმი

ბოლო დღეებია ეთერიუმის კურსი 225 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ამ ეტაპზე ეთერიუმის სამიზნე ფასი 268 დოლარია. ექსპერტების აზრით, თუკი ეთერიუმი ამ ნიშნულს დასძლევს სამიზნე ფასი 300 დოლარი იქნება.

აქედან გამომდინარე, ანლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ალტკოინი ძლიერ წინააღმდეგობას 300-322 დოლარს შორის წააწყდება.

ფასის გაზრდამდე კი, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას არ ურჩევენ.

რიპლი

ამ ეტაპზე რიპლი 0.45 დოლარის ნიშნულის მოპოვებას ცდილობს. ამ ზღვრის გადალახვის შემდეგ მოსალოდნელი დონე 0.60 დოლარია.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რიპლი მცირე წინააღმდეგობას 0.50-სა და 0.55 დოლარზე შეხვდება.

თუმცა, თუკი ექსპერტების პოზიტიური პროგნოზი არ გამართლდა ფასის კლება 0.28 დოლარზეა მოსალოდნელი.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რიპლის ფასის მატებას დაელოდონ და ისე დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ამჟამად ბიტკოინ Cash-ის ფასი ცდილობს, რომ 450 დოლარის დონეს მიაღწიოს.

ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 414 დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ სანამ კრიპტოვალუტის კურსი ზრდას არ დაიწყებს იქამდე არ განახორციელონ ინვესტიცია.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა 91 დოლარის წინააღმდეგობა გადალახა. ეს ცალსახად დადებითი ნიშანია.

ანალიტიკოსების თქმით, თუკი ლაიტკოინი 107 დოლარის წინააღმდეგობას დაძლევს მომდევნო ნიშნული 158 დოლარი იქნება.

მიუხედავად პოზიტიური პროგნოზისა, კურსის კლების შემთხვევაში ლაიტკოინის ფასი 74 დოლარამდე შემცირდება.

ასეთ დროს ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 80 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი