საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ახალი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ცენტრალური ბანკების მხოლოდ 10% ეთანხმება იმ აზრს, რომ ჰქონდეს ისეთი ციფრული ვალუტა, რომელსაც მოკლე დროში ფართო საზოგადოებისთვის გამოსცემს.ანგარიშის თანახმად, ბანკი დააკვირდა 66 ცენტრალურ ბანკს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა გამოეკვლია ციფრული ვალუტის შექმნის და გამოცემის სურვილი.რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისა...
იაპონიის ცენტრალური ბანკის გადახდისა და ანგარიშსწორების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ Facebook-ის კრიპტოვალუტამ ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის შექმნაზე დააფიქრა."როიტერთან" ინტერვიუს დროს ჰირომი იამაოკამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციას ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელობასთან.ამჟამად ჰირომი იამაოკა IT საკონსულტაციო ფირმის, Future Corp-ის საბჭოს წევრია.ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში მედიით...
კანადის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკებმა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ბანკთან ერთად ჯგუფი შექმნეს.ჯგუფის მიზანია მოხდეს ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის ერთობლივად შესწავლა.ინგლისის ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზემოხსენებული ინსტიტუტები თავიანთ გამოცდილებას ჯგუფის სხვა წევრებს გაუზიარებენ, რათა დაჩქარდეს ცენტრალური ბანკის ციფრული...
"აშშ ჩინეთის ციფრულ ინოვაციებს უკეთ უნდა გაეცნოს",- განაცხადა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ხელმძღვანელმა. ჰესტერ პირსის საუბარი ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის შექმნას შეეხება.გასული წლის შემოდგომაზე, კონგრესში მარკ ცუკერბერგის გამოსვლის დროს Facebook-ის კრიპტო პროექტი დადებითად შეფასდა, როგორც ამერიკული ციფრული ინოვაცია.ამის ფონზე კი ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ციფრული...
ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის იაპონიის ბაზარზე შესვლას საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს.თუმცა იაპონიის მეზობელი, ჩინეთი ციფრული ვალუტის მიმართ კვლავ კრიტიკულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ჩინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას კრიპტოვაჭრობის წინააღმდეგ.ბეიჯინგის ფინანსური სამეთვალყურეო ადმინისტრაციის დირექტორის, ჰუ ქსივენის კომენტარის თანახმად, ჩინეთი კვლავ რჩება იმ პოზიციაზე, რომ ქვეყანაში ციფრული ვალუტით...
ნიუ-ჰემფშირის შტატის კანონმდებლებმა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უწყებები კრიპტოვალუტას გადასახადების სახით მიიღებდა, ლეგიტიმაცია არ მისცეს.რამდენიმე დღის წინ ნიუ-ჰემფშირის წარმომადგენელთა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება კანონპროექტის არმიღების შესახებ.როგორც ცნობილი გახდა, ხელისუფლებამ კანონპროექტი არაეფექტურად მიიჩნია. ამის მიზეზი კი ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტების კურსის ხშირი ცვლილება გახდა.”ეს ცვლილებები 2020 წელს ხარჯებს...
ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. საქმე აღძრულია ბანკების მხრიდან კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის თაობაზე.სასამართლომ სამდღიანი განხილვა დაასრულა. საბოლოო გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.2019 წლის ზაფხულში მედიით გავრცელდა კრიპტოვალუტისა და Blockchain კვლევითი კომპანიის Crebaco Global Inc–ის აღმასრულებელი დირექტორის, სიდჰარტ სოგანის მოსაზრება. ის მიიჩნევდა, რომ...
ოკლაჰომას სენატორმა, ნათაიან დემმა განაცხადა, რომ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კანონპროექტი ითვალისწინებს Blockchain ტექნოლოგიის გარშემო სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური ფინანსური ინსტიტუტის შექმნას.”შტატის მიერ დაფინანსებული ახალი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია უზრუნველყოს ღირებული ფინანსური და ტექნიკური მომსახურება Blockchain და ციფრული ვალუტის ინოვატორებისა და დეველოპერებისთვის",-აღნიშნულია ოკლაჰომას შტატის ახალ...
Seba, რომელიც არის შვეიცარიაში განთავსებული ციფრული აქტივების ახლადდაარსებული ბანკი, მარეგულირებლის ლიცენზიას ფლობს და ამჟამად კაპიტალის გაზრდას ცდილობს.ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს.როგორც ცნობილი, Seba მიზნად ისახავს 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკის უზრუნველყოფას, რაც 96.5 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტია. კომპანია დაკავებულია ახალი ინვესტორების მოზიდვით, მათ შორის კი მრავლად არის ფინანსური...
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა, Huobi თურქეთის Blockchain პლატფორმის წევრი გახდა. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიამ ბიზნესი გააფართოვა და ახლა თურქ პარტნიორებთან თანამშრომლობას იწყებს.თურქეთის ბაზარზე ოფიციალურად შესვლიდან ხუთი თვის შემდეგ, Huobi თურქეთის Blockchain პლატფორმას შეურთდა.თურქეთის ინფორმატიკის ფონდის მიერ 2018 წელს დაარსებული, Blockchain Turkey Platform-მა დამოუკიდებელი,...