OKEx-ის მთავარი ოფისი მალტაზე მდებარეობს. გლობალური კრიპტოვალუტის ბირჟის სამხრეთ კორეული ფილიალი კი შესაძლოა, დაიხუროს. მიზეზი სამხრეთ კორეის მარეგულირებლის ახალი გამაკაცრებული წესებია.კომპანია კი ვერ აკმაყოფილებს მარეგულირებლის ახალ მოთხოვნებს. თუმცა არის მეორე მიზეზიც, ბევრი კომპანია ხმამაღლა აპროტესტებს ამ ცვლილებას. შექმნილი გარემოს გამო, რომელსაც ახალი კანონის სიმკაცრე იწვევს, კომპანიები პროტესტის...
ხუთშაბათს, 25 მარტს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა. დღის პირველ ნახევარში ციფრული ვალუტის ფასებმა დაახლოებით 5%-დან 15%-მდე დაიკლო.ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 5.39%-ით შემცირდა. ამის შემდეგ ციფრული ვალუტის კურსმა მერყეობა 52.600 დოლარის ფარგლებში დაიწყო.უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა ვარდნა 52.774 დოლარიდან დაიწყო. თუკი ბიტკოინის კურსი 52.000 დოლარის ზღვარს ჩამოსცდება...
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ხელმძღვანელის თქმით, კრიპტო სექტორი უფრო მეტ რეგულაციას მოითხოვს.ბანკის გენერალური მენეჯერი, აგუსტინ კარსტენსი ითხოვს კიდევ უფრო მეტი რეგულაციის მიღებას, რადგან მისი თქმით, ისეთი ციფრული ვალუტა როგორიცაა ბიტკოინი, ოპერაციებს არსებული ფინანსური ინსტიტუტების გვერდის ავლით აწარმოებს.CNBC–სთან ინტერვიუში, გენერალურმა მენეჯერმა განსაზღვრა ის საფრთხეები, რომლებიც კრიპტოვალუტას უკავშირდება.საფრთხეებში მოიაზრება: ფულის...
Crypto.com-ი NFT პლატფორმაზე არტისტების ნამუშევრებს მიიღებს.ციფრული ვალუტის ბირჟა, Crypto.com-ი პლატფორმას ქმნის, რომელშიც ძირითადად წარმოდგენილი იქნება არტისტების, სპორტსმენებისა და მუსკოსების ნამუშევრები, რომელთა მიღება NFT-ით იქნება შესაძლებელი.”NFT-ი არის ძალიან საინტერესო გზა ფანებთან უფრო ახლო კავშირის დასამყარებლად“, - განაცხადა მუსკოსმა, ალექს მანსურმა.Crypto.com– მა აღნიშნა, რომ მომხმარებლებს პლატფორმაზე ასევე შეეძლებათ შეიძინონ, ივაჭრონ და...
ექსპერტების თქმით, სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტისთვის დაწესებული რეგულაციები მონოპოლიზირებულ ბაზარს შექმნის.Blockchain ინდუსტრიის წევრები ირწმუნებიან, რომ მცირე მასშტაბის სტარტაპერები იბრძვიან სამხრეთ კორეის ადგილობრივ ბანკებთან პარტნიორობის შესაქმნელად. ამიტომ ვერ დარეგისტრირდებიან მარეგულირებლის ახალი მოთხოვნების შესაბამისად. სამხრეთ კორეა იწყებს ახალ ეტაპს გამკაცრებული რეგულაციებით, რომლის დაცვა მოუწევს მათ იურისდიქციაში არსებულ ყველა კრიპტო კომპანიას.როგორც Korea...
კრიპტოვალუტით გაცემულმა სესხებმა შესაძლოა, ტრადიციული ვალუტით გაცემული სესხები მალე ჩაანაცვლოს.Silvergate Capital Corporation–ის საშუალებით ინსტიტუციონალურ ინვესტორებს მალე შეეძლებათ მიიღონ ბიტკოინით უზრუნველყოფილი აშშ დოლარის სესხები. კომპანია Silvergate Bank-ის მფლობელობაში იმყოფება.Silvergate–ის განცხადების თანახმად, Coinbase Custody იქნება მეურვე სესხებისათვის, რომელიც დაფინანსდება ბანკის Silvergate Exchange Network–ის საშუალებით.ქსელი უზრუნველყოფს კაპიტალზე წვდომას აშშ დოლარის...
Robinhood-ი მარეგულირებელს დოკუმენტაციას საჯარო შეთავაზებისთვის უგზავნის.პოპულარულმა კრიპტო სავაჭრო აპლიკაციამ, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ციფრული ვალუტის ბიზნესი გააფართოვა დოკუმენტები წარადგინა ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიაში.კომპანიამ დაადასტურა, რომ მან მარეგულირებელს სარეგისტრაციო განცხადების ფორმა, S-1 პროექტთან დაკავშირებით წარუდგინა. პროექტი ეხებოდა კომპანიის აქციების საერთო საჯარო შეთავაზებას. ფორმა S-1...
თურქეთში ბიტკოინზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან გამოხატულმა ინტერესმა ანალიტიკოსების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული გამოწვეულია თურქული ლირის 14%-იანი ვარდნის გამო, რის პარალელურადაც ბიტკოინის ძიებამ 566% იმატა. ლირის ღირებულება 14%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ცენტრალური ბანკის...
აშშ–ს კრიპტო ბირჟის Coinbase– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხდა და აღიარა, რომ მათ შეეძლოთ დეცნტრალიზებული ფინანსების მხარდაჭერის მოპოვება Reddit პლატფორმაზე.აღსანიშნავია, რომ ამერიკული სოციალური მედია, Reddit-ი 2005 წელს შეიქმნა.Reddit AMA-მ ათასზე მეტი კითხვა და პასუხი დააგროვა სოციალური მედია პლატფორმის წევრებისგან. ბრაიან ამსტრონგმა და ფინანსურმა დირექტორმა,...
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეული ინტერნეტ გიგანტი Naver-ი Bithumb–ით არის დაინტერესებული.როგორც ცნობილია, Naver-მა დაიწყო მოლაპარაკებები ქვეყნის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟის, Bithumb– ის წილის შესაძენად. Naver–მა განიხილა კაპიტალის შესაძლო წილის შეძენა Bithumb–ის მთავარ დაინტერესებულ მხარე Vidente–სთან.ამის შესახებ ინფორმაცია Maeil Business Newspaper-მა გაავრცელა.Naver-ი არის სამხრეთ კორეის...