სინგაპურში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit-მა თავის სერვისებს კიდევ ერთი კრიპტო ოფცია დაუმატა და ამ კუთხით გაფართოების შესახებ საზოგადოებას ამცნო.
ეს სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს USD Coin-ით ივაჭრონ.
Bybit-ის გუნდმა მედიას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომ პროდუქტებში აღნიშნული სერვისი დაემატებინათ მომხარებლებისა და საზოგადოების დაჟინებული თხოვნის პასუხი იყო.
ახალი სავაჭრო შესაძლებლობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეერთებული შტატების დოლარის ღირებულების მომავალ ფასზე სპეკულირებისაგან დაიცვან თავი და მოაგვარონ ვაჭრობა USDC-ის გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ Bybit-მა ციფრული ვალუტების ინსტიტუტ Cabital-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. პროექტი ბირჟაზე ევროსა და ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ინტეგრაციას ემსახურება.
Bybit-ის მომხმარებლებს ამ ორ პლატფორმას შორის საკომისიოს გარეშე ევროსა და ფუნტი სტერლინგის გამოყენებით კრიპტოვალუტის შეძენა შეუძლიათ. ეს უკანასკნელი კი Cabital-ის fiat on-ramp გადაწყვეტის მეშვეობით განხორციელდება.