სინგაპურში დაარსებული კომპანია Blockchain პლატფორმისთვის 12.3 მილიარდ დოლარს გამოჰყოფს

0
1496

სინგაპურში დაფუძნებული კრიპტო-ფინანსურმა კომპანია FUSION-მა 3 სტრატეგიული კომპანიის ფინანსური დახმარება უზრუნველყო, რათა საჯარო Blockchain-ის პლატფორმის დაარსებას ხელი შეუწყოს. აღნიშნული პლატფორმისთვის გამოიყოფა 12.3 მილიარდი დოლარი.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.

სახსრები გავრცელდა სამ კომპანიაზე: FormulA-ზე, Carnex-სა, და KuaiLaiCai-ზე. აღნიშნული კომპანიების აქტივების მართვა მოიცავს საავტომობილო ბიზნესსა და რესტორნების ქსელს.

პროექტის მიზანია, მონაწილე მხარეებმა გამოიყენონ Blockchain-ი ფულადი სახსრების ტრანზაქციების მართვისა და დამუშავების დროს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Blockchain-ის დახმარებით კომპანიები მიიღებენ გლობალურ ფინანსურ ქსელს, შეძლებენ კრიპტოვალუტის სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებას და იქნება ფინანსური ინსტრუმენტების ფართო არჩევანი.

FUSION-ის დამფუძნებელი DJ Qian აღნიშნულ პროგრამაზე აცხადებს:

“ყველა კომპანიას აქვს საკუთარი ეკოსისტემა და ფული ერთ ინვესტორიდან მეორესთან მიედინება, მაგრამ ეს ეკოსისტემა რეალურად შეზღუდულია. რასაც FUSION-ი ცდილობს არის ის, რომ შექმნას პლატფორმა, რომელიც დაეხმარება იმ ეკოსისტემებს ერთმანეთთან დაკავშირებაში, რომლებსაც თავიანთი აქტივები უკვე გაციფრულებული აქვთ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი