Bloomberg: 2020 წლის ბოლომდე ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზრდება

0
1370

Bloomberg–ის უახლესი პოსტიდან ირკვევა, რომ კომპანია ბიტკოინის ფასის ზრდას ელოდება. ბიტკოინის მოსალოდნელი დონე 2020 წლის ბოლომდე 20.000 დოლარია. თუმცა როგორც პოსტშია აღნიშნული კრიპტოვალუტის კურსმა შესაძლოა, 28.000 დოლარის დონემდეც კი მოიმატოს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ COVID-19-მა ბიტკოინის, როგორც ციფრული აქტივის სიძლიერე აჩვენა. გარდა ამისა, Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში საუბარია ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ბიტკოინით დაინტერესების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ანალიტიკოსი ადამ ბექი ფიქრობს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარამდე გაიზრდება.

Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ჩარევის გარეშე შესაძლოა, ციფრული ვალუტების კურსი გაიზარდოს.

უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი ექსპერტი საუბრობდა ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კრიპტოვალუტით დაინტერესებაზე.

Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ნოვოგრაცი აცხადებდა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი ბიტკოინის ფასზე დადებითად აისახებოდა. ის 2019 წელს პროგნოზირებდა, რომ ბიტკოინი 2017 წლის ნიშნულს დაუბრუნდებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი