სამხრეთ კორეის მარეგულირებელი: NFT-ი რეგულაციას არ ექვემდებარება

0
924

სამხრეთ კორეის ფინანსური სერვისების კომისიამ საჯარო განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ NFT-ი არ არის ციფრული ვალუტა და შესაბამისად, მას არ შეეხება რეგულაცია.

NFT-ის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის (FATF) განახლებული გაიდლაინების განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი.

FATF-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ NFT-ი თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ზოგადად არ განიხილება ციფრულ ვალუტად. FSC-ის ფილიალის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„FATF-ის პოზიციიდან გამომდინარე NFT-ისთან დაკავშირებით, ჩვენ არ გამოვცემთ რეგულაციებს”.

სამხრეთ კორეის გაზეთი Herald Corp-ი კი იტყობინება, რომ სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ NFT-ით ფასების მანიპულირება მარტივია. ამავდროულად ჩნდება ფულის გათეთრების საფრთხეც. თუკი NFT-ი ციფრული ვალუტის კატეგორიაში არ მოხვდება, მაშინ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ვალდებულებების შესრულება არ მოუწევს.

მომხმარებლებს ასევე არ მოეთხოვებათ NFT-ის გადასახადების გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ 2022 წლის იანვრიდან კრიპტოვალუტაზე გადასახადების გადახდა მოუწევთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი