ინდოეთის ახალი კრიპტო საგადასახადო პოლიტიკა პირველ აპრილს ამოქმედდება

0
867

ინდოეთის კრიპტო საგადასახადო პოლიტიკა კიდევ უფრო გართულდა. ეს კი კანონის ამოქმედებამდე ხდება. როგორც ცნობილია, ახალი კანონი კრიპტო გადასახადებთან დაკავშირებით პირველ აპრილს შევა ძალაში.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებულ საპარლამენტო ჩანწერში ნათქვამია, რომ ტრეიდერები თავიანთი ზარალის ანაზღაურებას, ერთი ციფრული ვალუტიდან მეორეზე გადასვლით ვერ შეძლებენ.

ამის შემდეგ ბევრმა ექსპეტმა განაცხადა, რომ ეს განცხადება ინდოეთში მოქმედი ბევრი ტრეიდერისათვის „სასიკვდილოდ“ ჟღერს.

როგორც აღმოჩნდა, ახალი საგადასახადო პოლიტიკა მოელის, რომ ბირჟები ზარალის შემთხვევაში თავად აუნაზღაურებენ დანაკარგებს ინვესტორებს და ამავდროულად გააგრძელებენ კანონით გათვალისწინებული გადასახადების გადახდას.

მაგალითად, თუ ტრეიდერი ჩადებს 100 აშშ დოლარს ბიტკოინსა და ეთერიუმში და მიიღებს 100 დოლარის მოგებას ეთერიუმზე და 100 დოლარის ზარალს ბიტკოინზე, მაშინ ტრეიდერს მოუწევს გადაიხადოს 30%-იანი გადასახადი.

WazirX-ის დამფუძნებელმა ნიშალ შეტიმ, ახალ საგადასახადო პოლიტიკას რეგრესული უწოდა. თუმცა ის იმედოვნებს, რომ მთავრობა პოზიციას შეცვლის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი