იაპონიის უმსხილესმა, საერთაშორისო საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიამ Fujitsu-მ ბრიუსელში Blockchain-ის ინოვაციურ ცენტრის დაარსება გადაწყვიტა.
კომპანიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს Blockchain ტექნოლოგიის კვლევისთვის ხელი შეწყობა ასევე, კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით Blockchain პროექტების შემუშავება.
Fujitsu Benelux-ის ხელმძღვანელმა ივეს დე ბეურეგარდმა განაცხადა, რომ მომხმარებელთა მხირდან Blockchain-ის მიმართ გაზრდილი ინტერესი გახდა ცენტრის შექმნის საფუძველი.
კომპანიამ ასევე განაცხდა, რომ ცენტრი ყურადღებას “ჭკვიანი ქალაქების” პროექტებზეც გაამახვილებს.
“ურბანული ტერიტორიებზე მოსახლეობა მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზრდება ამიტომ, საჭიროა განავითაროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პრობლემებს მოაგვარებს”,- განაცხადა Fujitsu Benelux-ის წინასწარი გაყიდვების დირექტორმა ფრედერიკ დე ბრეკმა.
უნდა აღინიშნოს, რომ Fujitsu Blockchain ინდუსტრიაში უკვე საკმაო ხანია ოპერირებს.
ჯერ კიდევ 2016 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ შემუშავებული ჰქონდა Blockchain-ზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა.