NASA კოსმოსის შესწავლაში Blockchain-ის გამოყენებას გეგმავს

0
3100

ეროვნული აერონავტიკა და კოსმოსური ადმინისტრაცია (NASA) მხარს უჭერს ახალ პროგრამას, რომელიც ავტონომიურ კოსმოსურ განვითარებას გულისხმობს. პროგრამა ადამიანის ჩარევის გარეშე Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით მიიღებს გადაწყვეტილებებს.

ჯინ ვეი კოსაისი, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის ასისტენტ-პროფესორი NASA-სგან 330.000 დოლარი კვლევის ჩატარებისთვის მიიღო. როგორც ის აცხადებს, კვლევითი პროგრამა შეისწავლის ეთერიუმზე დაფუძნებულ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას.

“ამ პროექტში ეთერიუმის Blockchain ტექნოლოგია გამოყენებული იქნება დეცენტრალიზებული, უსაფრთხო და შემეცნებითი ქსელისა და კოსმოსის საძიებო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ტექნოლოგიის განავითარება გარემოსდაცვასთან დაკავშირებულ საფრთხეებს თავიდან აირიდებს’,- აღნიშნა კვლევის ავტორმა ჯინ ვეი კოსაისმა.

როგორც ცნობილია, სისტემა “ჭკვიანი კონტრაქტები” ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც “ფიქრობს” დამოუკიდებლად.

კვლევის ავტორი იმდედვონებს, რომ ასეთი ტექნოლოგიით, კოსმოსური ხომალდი შეძლებს უფრო მეტი ამოცანის შესრულებას, უფრო მეტ ინფორმაციის მიღებას. შესაბამისად, მეცნიერებს უფრო მეტი დრო ექნებათ ინფორმაციის ანალიზისთვის, რადგან მათ აღარ ექნებათ საფიქრალი გარემოსდაცვით საკითხებზე.

ამასთანავე, NASA- ს კველევით ცენტრში კომუნიკაციების პროგრამების მენეჯერმა თომას კასპურამ განაცხადა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცენტრმა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება სივრცითი კომუნიკაციებისა და ნავიგაციის შესწავლაში დაუშვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი