De Beers-ი Blockchain ტექნოლოგიას ალმასის წარმოებისთვის გამოიყენებს

0
1291

ალმასის მოპოვების გლობალურმა კომპანიამ, De Beers-მა, Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა გამოუშვა, რათა ალმასის წარმოება და დისტრიბუცია უკეთესად მართოს.

კომპანია უკვე დიდი ხანია, რაც Blockchain სისტემაზე მუშაობს, რათა გააკონტროლოს, ჩაწეროს და მართოს ალმასის მოპოვება, წარმოება და გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით.

Tracr-ის პლატფორის საპილოტე ვერსია 2018 წელს ჩაეშვა ბაზარზე, რის შემდეგაც მიღებული მონაცემების საფუძველზე პლატფორმა დაიხვეწა და მხოლოდ ახლა გახდა ფართო მოხმარებისათვის ხელმისაწვდომი.

De Beers-მა მის მიერ განხორციელებულ გლობალურ ოპერაციებში სისტემა უკვე გატესტა. მსოფლიო ალმასის წარმოების 25% ამ დროისათვის უკვე დარეგისტრირებულია სისტემაში.

პლატფორმა ალმასის ინდუსტრიის მწარმოებლებსა და საცალო მოვაჭრეებს წვდომას მისცემს ალმასის წარმოშობის ჩანაწერებზეც.

კომპანიები, რომლებიც არიან ბრილიანტების უფლებამოსილი მყიდველები ისარგებლებენ ალმასის სერთიფიკატების უცვლელი ჩანაწერით, რაც, თავის მხრივ, საცალო მოვაჭრეებს დამატებით გარანტიას მისცემს ალმასის წარმოშობისა და ნამდვილობის შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი