კრისტოფერ ჯანკარლო: მარეგულირებელი სტრუქტურები 2019 წელს გააქტიურდნენ

0
1432

აშშ-ს საფინანსო მარეგულირებლის ყოფილი თავმჯდომარე, კრისტოფერ ჯანკარლო აცხადებს, რომ 2019 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მარეგულირებლებმა აქტიურად დაიწყეს მოქმედება.

“მე ვიტყოდი, რომ 2019 წელი არის ის დრო, როდესაც მარეგულირებლებმა და პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე ევალებათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ვფიქრობ, საჭიროა გარკვეული პოზიციების გადახედვა”,- განაცხდა The Block-თან ინტერვიუს დროს კრისტოფერ ჯანკარლომ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, აშშ-ს კონგრესის ყოფილმა წევრმა, ჰაროლდ ფორდმა განაცხადა, რომ კონგრესს კრიპტოვალუტების რეგულირების დროს ყველა ნიუანსი გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს.

CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჰაროლდ ფორდმა აღნიშნა, რომ კანონმდებლებმა და მარეგულირებელმა ერთად უნდა შეიმუშავონ მკაფიო სისტემა.

ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის აზრით, მარეგულირებლის მხრიდან სიცხადის არარსებობა უკვე ზიანს აყენებს ინოვაციას. ამასთანავე, ფორდი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სხვა ქვეყანა, როგორიცაა ბელორუსია, მალტა, ბაჰრეინი და გიბრალტარი უკვე მუშაობენ მარეგულირებელი სისტემის შექმნაზე, რათა ქვეყანაში ინოვაციის განვითარებას ხელი შეუწყონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი